• რეკლამა
  • კონტაქტი
11:29, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აკაკი წერეთლის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

ალია ავტორი - ალია
21:49 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

დიდუბის რაიონის გამგეობამ აკაკი წერეთლის სახელობის პარკის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.

სამუშაოები, დაახლოებით, 10 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი, კახა კალაძე გაეცნო.

„დიდუბის რაიონში მორიგი საპროექტო სამუშაოები დასრულდა. ეს არის „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, ე.წ. წერეთლის სკვერი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მისი სრული განახლება მოხდა. დენდროლოგია მთლიანად შეიცვალა და მოწესრიგდა. ასევე, სარწყავი და განათების სისტემები შეიცვალა და შეიქმნა კიდევ ერთი ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე. არსებული ტერიტორია, დაახლოებით, 10 000 კვ.მ-ია. მოქალაქეებს აქვთ საშუალება, ჩამოვიდნენ და დაისვენონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპარკე კულტურა შემოდის და მათით ყველა ასაკის ადამიანი სარგებლობს. მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი მიზანი და ამოცანა იქნება, რომ მსგავსი სივრცეები ყველა რაიონსა და უბანში განახლდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარკის ტერიტორიაზე მოეწყო დეკორატიული ბილიკები, გარე განათების სისტემა, საჩრდილობლები, დამონტაჟდა საპარკე ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები – დაიგო რულონური ბალახი, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ამასთან, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, პარკში განთავსდება ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, რომლითაც ტერიტორიის კონტროლი 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

აკაკი წერეთლის სახელობის პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 903 600 ლარს შეადგენს. სამუშაოები კომპანია „არბამ“ განახორციელა.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე დიდუბის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე იმყოფებოდნენ.

თეგები: თბილისის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved