„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არა აქვს”, “ბიძინა საქართველოში ფულს არ შოულობს”-აიტაცა პრემიერ-მინისტრის მიერ ნათქვამი ეს სულელური სიტყვები “ოცნების” პროპაგანდამ.
ჯერ ერთი, ეს თუ სიმართლეა, არის ძალიან ცუდი. თურმე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არ ანხორციელებს ინვესტიციებს( უცხოელებს კი მოუწოდებენ შემოდითო), ესე იგი, არ ქმნის სამუშაო ადგილებს, არ ასაქმებს ადამიანებს და არ შეაქვს ფული ბიუჯეტში. ეს სიტყვები იმ ბრიყვი ხალხის ნათქვამია, ვისაც ბიზნესი ცუდ საქმედ მიაჩნია.
სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდ ბიზნესი საქართველოში, იღებს დიდძალ შემოსავლებს, ოღონდ ეს ბიზნესი არაკონკურენტული, პრივილეგირებული და სახელმწიფო რესურსების სიმბოლურ( ხშირად უფასო) მითვისების ხარჯზე იწარმოება.
ამ დემაგოგებს მინდა ვკითხო: ბიზნესი არაა სულ ახლახანს ვაკეში გახსნილი ორი დაგრეხილი ცათამბჯენი( სასტუმრო, ოფისები, ბინები)? ბიზნესი არაა გაქირავებული სასტუმროები( “პარაგრაფი” და სხვა), ბიზნესი არაა რუსთაველზე სავაჭრო ცენტრი “გალერი”, სადაც ყველა ფართი დაკავებულია? განა ბიზნესი არაა მისი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოსგან მსუყე შეკვეთებს იღებენ? “პანორამა” თუ ბიზნესი არაა, უკაცრავად და, რა ჩემი ფეხებია? ბანკი ბიზნესი არაა? ბიზნესი არაა ცემენტის ქარხნებში და მეტალურგიაში წილები, რის გამოც ფაქტობრივად აკრძალულია იაფი ცემენტისა და “არმატურის” იმპორტი ქვეყანაში? ბიზნესი არაა “პლანტას” სახელით კიტრი-პომიდორი რომ იყიდება სუპერმარკეტებში და კიდევ სხვა ასეულობით საქმიანობა?
ერთ რამეში შეიძლება დავეთანხმოთ-ბიძინა ივანიშვილს არასდროს შეუქმნია საწარმო. იყიდა “ისნის” ფეხსაცმლის ფაბრიკა, ცოტა ხნით რაღაც იჩხირკედელავა და დახურა, უზარმაზარი ტერიტორია კი ბინათმშენებლობისათვის დაყიდა და გამოიყენა, ისევე, როგორც იპოდრომის მიწის ნაწილი, დანარჩენი რომ ქალაქს “აჩუქა”( ისედაც ჰქონდა პარკის აშენების ვალდებულება).
ბიზნესის არკეთების ეს თეზისი იდეოლოგიურად მავნეა და პრაქტიკულად სიცრუე“.
კომენტარები