• რეკლამა
  • კონტაქტი
10:35, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აიკრძალა პროექტები, რომელთა მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტია” – არძინბა

ალია ავტორი - ალია
14:30 12-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
697

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გაეროს სააგენტოებთან დაკავშირებულ აკრძალვებზე განცხადებას ავრცელებს. არძინბამ პერსონა ნონ-გრატად გამოცხადა USAID -ის რეგიონული ხელმძღვანელი ჯონ პენელი.

ის ამბობს, რომ ახალი მიდგომების საჭირეობა ნაკარნახევი იყო “გაუმჭვირვალე საქმიანობითა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმირების მცდელობით”

განცხადებაში აღნიშნულია, რომ USAID-ს აფხაზეთში 8 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებული პროექტი უნდა განეხორციელებინა. დე ფაქტო სამინისტრომ ამ პროექტთან დაკავშირებით კითხვარი მიიღო, თუმცა დე ფაქტო მინისტრი ამტკიცებს, რომ ის “პროექტის მიზნებისა და ამოცანების მიზანმიმართულად ბუნდოვან ფორმულირებებს” შეიცავდა.

“ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების დროს გამოიკვეთა დიალოგის პლატფორმების შექმნა ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში, რათა დამყარებულიყო პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, მათ შორის ლტოლვილებს შორის. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გამოქვეყნებულია აშშ-ის სამთავრობო უწყებების ოფიციალურ ვებგვერდებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დე ფაქტო მინისტრი ამტკიცებს, რომ USAID აფინანსებს უკრაინის შეარაღებულ ძალებს, რაც “მიმართულია ჩვენი მთავარი მოკავშირის – რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ჩვენი თანამემამულეების – აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ სპეცოპერაციაში”.

დე ფაქტო საგარეოს გადაწყვეტილებით: “აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანია აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარება”, ასევე ე.წ. საგაროს მიერ ახალი პროექტები USAID-ის ნაწილობრივი ან სრული ფინანსური მხარდაჭერით აღარ იქნება სერტიფიცირებული, იკრძალება მედიაპროექტების დაფინანსება, “რომელთა მიზანია აფხაზეთის რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების გაშუქება”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved