• რეკლამა
  • კონტაქტი
15:53, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აიღო, თუ არა, რიჟვაძემ, ახვლედიანის იარაღი? – რა (არ) ჩანს კადრებში?

ალია ავტორი - ალია
15:59 09-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
245

თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გავრცელებული ვიდეოკადრები უხარისხოა და მათზე იარაღი არ იკვეთება, – ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნის, ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ისაუბრა.

მანამდე ყველა ოფიციალური წყარო ერთხმად ამტკიცებდა, რომ საგარეჯოში, რიჟვაძის სახლთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, როგორ გავიდა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ფანჩატურისკენ და როგორ აიღო ახვლედიანის მიტოვებული იარაღი.

ლალი აფციაური:

ნებისმიერ დროს შემიძლია მისი გასაჯაროება, უბრალოდ, ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ. კადრებზე იგივეა, რასაც ვსაუბრობდით. აღების კადრები არცერთ მომენტში არ ჩანს. უბრალოდ, რომ გამოდის ოთახიდან, თავისი საძინებელი ოთახიდან, შედის საძინებელში, იქ, სადაც ინახებოდა ახვლედიანის იარაღი. ეს არის ჩვეულებრივი ოთახი, გვერდით არის, იქვე და ცალკე კარი შედის. ამიტომ ჩანს, მისი შესვლა, გამოსვლა იმ ოთახიდან, მერე დაბრუნება.

ეს ეზოს კადრებია და ბუნდოვანი კადრებია. წუთი წუთზე ემთხვევა, რასაც ახვლედიანი ბრძანებს, რომ დაურეკა, გამოვიდა, შევიდა და რომ მარტო არიან და იქ სხვა არავინაა.

შეგახსენებთ, ლალი აფციაური, 8 ივლისს აცხადებდა:

„ჩვენი პოზიცია ასეთია, ვინაიდან, იარაღი ინახებოდა სპეციალურ ქეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში, ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია, არ ვიცი, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში ალბათ, თქვენთვისაც გახდება ცნობილი სურათების მეშვეობით, ეს არის იზოლირებული, ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ, შემინულია და იკეტება მისი კარი.

ქეისი ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში და ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანაწერები და ალბათ გასაჯაროვდება და თქვენი თვალით ნახავთ. კამერები აქვს ამოღებული გამოძიებას, სადაც ყველაფერი ნათლად ჩანს ის, რასაც თქვენ გიყვებით. იარაღს ინახავდა სპეციალურ ქეისში, ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომელსაც ატარებდა თან და არ მგონია ახლა, რომ სპეციალური ქეისით ვიღაცა დადიოდეს ახლა სააბაზანოში. დატოვა დახურულ სივრცეში.

არ მიიჩნევს, რომ დაუდევრად დატოვა, იმიტომ, რომ თავის საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული. აღარავინ არ იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში და ამას ნახავთ კამერებში. შეიძლება, იქ მანამდე იყვნენ სტუმრები, ეს მე არ ვიცი“

დღეს სასამართლოში ალექსი ახვლედიანის პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო. ადვოკატმა პროცესზე ახვლედიანის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა მიიტანა და თქვა, რომ ის შეუძლოდაა და პროცესზე ვერ მივიდოდა. აღნიშნული მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შემდეგ პროცესი 18 სექტემბერს ჩაინიშნა.

ალექსი ახვლედიანს გამოძიება ცეცხლასასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved