• რეკლამა
  • კონტაქტი
15:15, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, თქვენ კი გაგაპ@ტუხათ ეშმაკმა მართლა რა” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:57 04-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,983

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

სახელისუფლო პროპაგანდას მუდმივად ჭირდება ვიღაც კონკრეტული პირი, რომელიც განასახიერებს გარე ძალების, იგივე გლობალური ომის პარტიის, იგივე დიფსთეითის ემისარს, დესტაბილიზაციის დავალებებს რომ აძლევს აქაურ აკაცუკებს. ადრე ასეთ ფიგურად წარმოაჩენდნენ ამერიკელ პიტერ აკერმანს, რომელიც ტრეინინგებს ატარებდა არაძალადობრივ წინააღმდეგობაზე, მაგრამ რამდენადაც აკერმანი გარდაცვლილია, გამოიძებნა ახალი პერსონაჟი. ესაა ჩეხური არსამთავრობო ორგანიზაცია “პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ხელმძღვანელი” იგორ ბლაჟევიჩი.

საერთოდ ბლაჟევიჩი აქტიურად ადევნებს თვალს ჩვენთან მიმდინარე პროცესებს და უკვე წლებია ღიად გამოხატავს თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თუმცა დიფსთეითის განსახიერებად აქამდე არ გამოუცხადებიათ. ახლა რა მოელანდათ საყოველთაო პარანოიით შეპყრობილ ოცნების მესვეურებს და რატომ “დანიშნეს” ოპოზიციის მთავარ ინსტრუქტორად, ნამდვილად არ ვიცი და ალბათ არცაა დიდად საინტერესო.

თუმცა ეს სტატუსი ბლაჟევიჩზე კი არაა, არამედ პროპაგანდაზე. უფრო ზუსტად იმაზე, თუ როგორი უკუეფექტი შეიძლება ჰქონდეს პროპაგანდას, როდესაც რეგულარულად ხდება ვიღაც გარედან შემოგზავნილი ბუას გამოგონება. კერძოდ, ადრე თუ გვიან, პროპაგანდას აყოლილი მასა აუცილებლად მოითხოვს, რომ ამ შემოგზავნილ აგენტს ხელისუფლებამ პასუხი აგებინოს და როდესაც ხელისუფლება სიტყვიდან საქმეზე ვერ გადადის, მასვე რისხვად უბრუნდება საკუთარი პროპაგანდისტული ნარატივი.

ზუსტად ასე მოხდა ბლაჟევიჩზე. შედით ნებისმიერ ლინკზე, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაუზოგავად ასხამენ ბლაჟევიჩს და იხილეთ ქოცური რისხვაი საკვირველი. ოცნების ერთგული ამომრჩევლები აღშფოთებულები არიან: როდემდე უნდა გვიშალოთ ნერვები, რატომ არ იღებთ ქმედით ზომებს აგენტურის წინააღმდეგ, ტყუილად მივიღეთ ამდენი კანონიო? მე პირადად განსაკუთრებით ნიშანდობლივი მეჩვენა ერთი კომენტატორის რეპლიკა, რომელიც ტროლი არ იყო და რომელსაც ოცზე მეტი მოწონება ჰქონდა: “დაიჭირეთ, გააპეტუხეთ და გააძევეთ ქვეყნიდან!”

აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved