• რეკლამა
  • კონტაქტი
12:15, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

AI ოლიმპიადა – თიბისელი მენტორების ამბავი თვითრწმენიდან გამარჯვებამდე

ალია ავტორი - ალია
14:22 09-26-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

საერთაშორისო AI ოლიმპიადა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო
ახალგაზრდებს აერთიანებს. წელს მათ შორის იყვნენ ქართველი მოსწავლეებიც,
რომლებსაც სჯეროდათ – წინ გამოწვევები და დიდი გამარჯვება ელოდათ. ამ ამბის
შექმნისას მათ მხარში თიბისელი მენტორები – ლუკა დარსალია და ნიკა მიქაბერიძე
ედგნენ, რომლებმაც ოლიმპიადის ყოველი ახალი ეტაპის თითოეული ემოცია
მონაწილეებთან ერთად განიცადეს.
„თავიდან საკმაოდ რთული იყო, ბევრი რამ ვისწავლეთ, როგორ ჯობია მივუდგეთ
ახალგაზრდებს, რა არის უკეთესი შედეგის მომტანი, როგორ გავხადოთ ლექციები უფრო
ინტერაქციული და საინტერესო.“ „ერთია, გაჰყვე უბრალოდ მასალას, მაგრამ მეორეა,
როდესაც საკუთარი სურვილით კვლევებს, სტატიებს კითხულობ. საბოლოოდ, ეს
გეხმარება, იყო კრეატიული“ – ლუკა დარსალია.
AI ოლიმპიადა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების სივრცე არ არის, პირიქით, ეს არის
ადგილი, სადაც ყველაფერი, რისიც გჯერა, პრაქტიკაში რეალობად უნდა აქციო.
„ღირებული არა მხოლოდ ოლიმპიადის ამოცანებია, არამედ პროცესში იმ რეალური
პრობლემების განხილვა, რასაც კომპანიებში ყოველდღიურად ვხვდებით. არ
დამავიწყდება ის მომენტი – ყოველ ნახევარ საათში ლიდერბორდის შედეგები რომ
ახლდებოდა და ჩვენი ბავშვების შედეგებს ველოდებოდით. ბოლოს, რომ დავინახეთ
ბრინჯაო, უზარმაზარი სიხარული იყო“ – ნიკა მიქაბერიძე.
და ბოლოს, თუ ხარ 9-12 კლასი მოსწავლე, 5 მიზეზი, რატომაც ლუკას და ნიკას სჯერათ,
რომ უნდა დარეგისტრირდე ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაში
● თუ გინდა ახალი ადამიანების გაცნობა – ჭკვიანი თანატოლებისა და
პროფესიონალების, რომლებიც შეიძლება მომავალში შენი მეგობრები და
პარტნიორებიც კი გახდნენ.
● გინდა, მიიღო დასამახსოვრებელი გამოცდილება – საერთაშორისო ოლიმპიადაზე
მონაწილეობა და, მით უფრო, წარმატების მიღწევა პირდაპირ აისახება შენს
კარიერულ მომავალზე.
● შეიძინო პრაქტიკული უნარები – ცოდნა, რომელიც სასწავლო კურსებსა და
წიგნებში იშვიათად გხვდება.
● სწრაფად ადაპტირდე სიახლეებთან – შეიძინო ახალ ტექნოლოგიებთან და
ალგორითმებთან მუშაობის გამოცდილება.
● გამოიმუშაო ის, რაც ყველაზე მთავარია – ანუ თვითრწმენა, რთულ
გამოწვევებთან გამკლავება და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე
დაჯერება.

არ გამოგრჩეს, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსზე
რეგისტრაცია უფროსკლასელებისთვის 8 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობას.

გახსოვდეს, რომ ყველაზე მაღალ მწვერვალზე სწორედ მაშინ ადიხარ, როდესაც
საკუთარი თავის ყველაზე მეტად გჯერა. ახლა თუ ოლიმპიადაზე გამარჯვება ძალიან
შორ ოცნებად გეჩვენება, შეიძლება პირველმა ცდამ ერთ დროს შეუძლებელიც
შესაძლებლად აქციოს.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved