• რეკლამა
  • კონტაქტი
01:47, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ესაა ქვეყნის ღალატი, ვის შერჩენია, რომ თქვენ შეგრჩეთ” – მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
23:28 01-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,987

პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:

“იმედზე გავიდა მორიგი პროპაგანდისტული სიუჟეტი კობახიძის „თავბრუდამხვევ“ 2 წელზე – როგორ დაამშვიდა ქვეყანა და შეამცირა პოლარიზაცია „ივანიშვილის პოლიტიკურმა მემკვიდრემ“.

სიუჟეტი ეძღვნებოდა იმ იმ 2 წელს, რომლის განმავლობაშიც შეიცვალა ქვეყნის საგარეო კურსი (რასაც ბოლო 2 წელია აქტიურად ამზადებენ) და დემოკრატიამ განიცადა უპრეცედენტო უკუსვლა.

იმ 2 წელზე, რომლის განმავლობშიც:

• დაარღვიეს შარლ მიშელის შეთანხმება და გადააგდეს დასავლეთი
• ოფიციალურად გააჩერეს სასამართლო რეფორმა, რის გამოც ქვეყანამ დაკარგა 75 მილიონი ევროს დახმარება ევროკავშირისგან
• მოაწყვეს 05-06 ივლისი, რომელთა ორგანიზატორები დღემდე არ დაუსჯიათ
• ჩაატარეს ყველაზე ბინძური წინასაარჩევნო კამპანია – შარდის „ბანკებით“ დარბოდნენ
• მუქარით, მოსყიდვით, უკანონო დაკავებით, ხელოვნური კრიზისით და ბოიკოტით შეცვალეს არჩევნების შედეგები იქ, სადაც უმრავლესობა დაკარგეს
• უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების მეორე დღიდანვე უარი თქვეს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე და თავი მოგვჭრეს საერთაშორისო მასშტაბით
• ოკუპირებულ ქვეყნაში მშვიდობის ერთადერთი გარანტი – დასავლეთი გამოაცხადეს მტრად, აღარ დაგვიტოვეს მეგობარი და ქვეყანა სრული საერთაშორისო იზოლაციის რისკის წინაშე დააყენეს
• გააუქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მოქალაქეები პირისპირ დატოვეს სხელმწიფოს ძალადობასთან
• ნორმად აქციეს უკანონო მოსმენები, მიიღეს კანონი, რითაც უკანონო მოსმენის კიდევ უფრო მეტი რისკი შექმნეს
• ნორმად აქციეს დანაშაულზე დუმილი და კანონიერი რეაგირების ნაცვლად საყოველთაო პოლიტიკური და სახალხო განხილვები
• ასოცირების ტრიოს ჩემპიონობიდან საქართველო აქციეს ტრიოში უკანასკნელ ქვეყანად
• გაწყვიტეს კავშირი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან და მოკავშირედ მხოლოდ ვიქტორ ორბანი დაიტოვეს (რომელმაც უნგრეთში ავტორიტარიზმი დაამყარა და ევროკავშირისთვის უდიდესი თავისტკივილია)
• ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის მიერ მოცემულ გამოსაცდელ ვადაში არ შეასრულეს 12 პუნქტი
• შექმნეს ბიძინას 9-იანი ერთადერთი მიზნით: მოახდინონ დასავლეთის დემონიზება და საზოგადოებაში შეასუსტონ დასავლეთის მხარდაჭერა
• ომი გამოუცხადეს სამოქალაქო სექტორს უმთავრესი მიზნით – გააყალბონ მომდევნო არჩევნები
• საეჭვო დროს და საეჭვო სასჯელით დააკავეს მედიამფლობელი
• არ აირჩიეს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი
• ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირდა, რომ ქვეყანას ჰყავს რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქი
• შინაარსისგან დაცალეს პოლიტიკა – მთავარ თემად აქციეს სააკაშვილი და ნაციონალურ მოძრაობაში არსებული დაპირისპირება და პასუხისმგებლობა მოიხსნეს ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემაზე
• არ დარჩა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე და საგარეო კურსის ცვლილებაზე არ ეთქვა
• სია გრძელია – ქვეყანას მართვის ნიშანწყალი აღარ ეტყობა, ხალხი ერთმანეთს გადაჰკიდეს, ძალადობას ახალისებენ და ა.შ.

პარალელურად, ერთხელ, ერთხელ არ დაცდენიათ აუგი რუსეთზე. კობახიძემ რუსეთს მტერი ვერ უწოდა.

და აი ამ ფონზე, როცა ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალეს, ევროპულ მომავალს გვართმევენ (რაშიც დიდია პირადად კობახიძის როლიც), იმედი ამზადებს სიუჟეტს, სადაც სრულად უგულვებელყოფს ოცნების ამ „საგმირო საქმეებს“, კობახიძის „თავბრუდამხვევ“ 2 მენეჯმენტე საუბრობს და ცდილობს სრულად აარიდოს პასუხისმგებლობა წერილებს ამოფარებულ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც სრულად პასუხისმგებელია პროცესებზე და რომლისთვის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანსაც ემსახურება ეს ყველაფერი.

აი ესაა ქვეყნის ღალატი … და არა საქართველოს ევროპული მომავლის თქვენისთანა ქურდებისგან წასვლა თქვენი ძალაუფლების შეზღუდვის და შესაბამისად, ქვეყნის თავისუფალი მომავლის გადასაჩენად. ქვეყნის ღალატი თქვენისთანებთან ყოფნა და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაში მონაწილეობაა… ვის შერჩენია, რომ თქვენ შეგრჩეთ.

და მაინც როდის გამოხვალთ ჩირგვებიდან, გაბედავთ და უპასუხებთ კითხვას, როდის დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება და რატომ ხდება ეს ყველაფერ მაინც და მაინც ბოლო 2 წელიწადში? ქართული ოცნება / Georgian Dream”

თეგები: ირაკლი კობახიძენათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved