• რეკლამა
  • კონტაქტი
04:36, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ესაა ოპოზიციის გათვლა და ეს რომ კიევიდან მიღებული დავალებაა, მარტივად იშიფრება” – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
13:19 08-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ექსპერტი სამხედრო საქმეში, ამირან სალუქვაძე:


“ცხედრებით მოვაჭრეებს და 9 აპრილის მემორიალზე მოხტუნავეებს ახალი “მესიჯბოქსი” აქვთ – არჩევნების 2 თვით გადადება.

ის რომ ეს კიევიდან მიღებული დავალებაა, მარტივად იშიფრება. ერთსა და იმავე დღეს, ჯერ ერთი აქტივისტი ამბობს, ვიღაცამ ხომ უნდა თქვასო, და თითქოს პირველი ახმოვანებს მორიგ “იდეას”, ხოლო მალევე უკვე პოლიტიკოსი უბამს მხარს და იშიფრება, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაწყებულიაო.


ორი მიზეზით აიხსნება მათი მორიგი მცდელობა, გავიდნენ კონსტიტუციური ვადებიდან.


1. გულში ეთანხმებიან ქართული ოცნების გამოცხადებულ კვლევებს და იციან, რომ თუ 2 ოქტომბერს ჩატარდა, სასტიკად წააგებენ. ხმამაღლა რაც არ უნდა თქვან, მათი კვლევებითაც ცუდი შედეგები აქვთ.


2. უკეთესი შედეგების მიღწევა ოპოზიციას შეუძლია მხოლოდ ხელისუფლების დაზიანების ფონზე. იმედი აქვთ, პანდემიის გამო ჯანდაცვის სისტემა კოლაფსში ჩავარდება, ხელისუფლება ნფობას დაკარგავს და ნაკლებ ხმებს მოიპოვებს.


აი ესაა ოპოზიციის გათვლა და მათი რეალური სახეც.

აბა რატომ უნდა მჯეროდეს იმ პირების, რომლებმაც სიხარული ვერ დამალეს პიღველი დაინფიცირებულის და პირველი გარდაცვლილის გამო, ან იმ სუბიექტების, რომლებიც პანდემიის საწყის და შემდგომ ეტაპებზე სასტიკად ებრძოდნენ ჯანდაცვის სისტემას, ლანძღავდნენ და საინფორმაციო ტერორს უწყობდნენ წამყვან მედიკოსებს?!


თუ მე ვცდები, ორი თვით კი არა, ადგილობრივი არჩევნების 1 წლით გადადება მოითხოვეთ. პანდემია დიდი ალბათობით დასრულდება და არჩევნებსაც მშვიდად ჩაატარებთ.

თუმცა ამას არ გააკეთებთ, რადგან ორ თვეში დიდად არაფერი შეიცვლება, გათვლა მხოლოდ ჯანდაცვის და ხელისუფლების ჩამოშლაზე გაქვთ.საარჩევნო კამპანიას ისედაც არ აპირებდით. ბანერების გაკვრას და პროგრამების გამოქვეყნებას ვირუსი ხელს არ უშლის. ამიტომ არ მოგცათ საარჩევნო კამპანიისთვის სათანადო დაფინანსება თქვენმა არაოფიციალურმა მმართველმა და მისმა ოლიგარქებმა.აბა ხალხს ჰკითხეთ, სურთ კიდევ 3 თვე ვუცქიროთ ოპოზიციის ძიძგილაობას? ისედაც ყველა ხვდება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არ სცნობთ არჩევნებს და იგივეს შეეცდებით, რაც საპარლამენტოს შემდეგ მოაწყვეთ.ზუსტად მაგიტომ გაიძახით ორკესტრირებულად რეფერენდუმს.

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მე-8 არჩევნები ტარდება და ოცნების დამაჯერებელ პირველ ადგილს აღიარებთ. ხალხს კი მხოლოდ იმას აბოლებთ, რომ ოცნებამ 41% თუ აიღო, ლეგიტიმაცია არ ექნებაო, 43%-ს არ დაიჯერებთ, რადგან ზუატად 43%-ს როგორ აიღებდა, ე.ი. დახატესო, ხოლო თუ მეტი აიღო, ახალი სიმღერა გაქვთ მოკზადებული, პროცენტებს არ აქვს მნიშვნელობა, ხალხის ნდობა მაინც არ აქვთო.მსგავსი აბსურდი სადმე გაგიგიათ? პარტიას, რომელსაც ყოველი მე-2 ხმას აძლევს, ლეგიტიმაციის პღობლემა აქვს?მოკლედ, ოპოზიცია უნდა დაიშალოს, გამსხვილდეს, განახლდეს და მოემზადოს 2024-სთვის. პლუს ვინმე რეალურად ახალი უნდა გამოჩნდეს…”

თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved