არქიტექტორი, ირაკლი ჟვანია:
რომ აგინებდნენ, ზარქუამ იქ შემთხვევით მდგომ უცხოელ ტურისტზე თქვა გოგოსი მაინც გრცხვენოდესო, მერე ‘ბასანოჟკებით’ გაიპარა და სანიკიძე უხმოდ იქვე ლამის კედელს შეერწყა. რომ გაიგეს მთელმა ქვეყანამ დაგვცინაო, მეორე დღეს ცოლთან ერთად მაგიდასთან მჯდომ კაცს დაესხნენ თავს. მანდაც მკვირცხლად შეხტა და ჩამოხტა ზარქუა სკამზე, ემანდ არაფერი მომხვდესო.რესტორნიდან გამოპარული და ყურის ძირში კვერცხ-შეზელილი მოსამართლე ცარიელი ავტობუსის კარზე აკაკუნებდა. მეორე პალტოში გამოწყობილი რომ გამოიჭირეს მზარეული ვარო თქვა, კითხვაზე აბა რა მოამზადე დღესო, არ ვიცი მე ცივებში ვარო.წინა დღეს ახალგაზრდები რომ ჩატოვეს ციხეში, შუბებში და ‘შარვალ-კასტუმებში’ გამოიპრანჭენ და მუცლების ამოსაყორად შესასვლელად ჩაკუზულები იპარებოდნენ კარში მონებოს ძახილის ქვეშ.აი ეს ხალხი გველაპარაკება ღირსებაზე და ქართველობაზე და რომ კაცი კაცია და დედა დედაა.
კომენტარები