• რეკლამა
  • კონტაქტი
06:36, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ეს კატასტროფა აიცილა პოლიციამ! – შეკრებამდე არ იცოდნენ, რომ ცივი დღეა?”

ალია ავტორი - ალია
00:38 11-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა რომ არ შეიძლება და შეჭრის მცდელობა რომ აღიკვეთება, ეს ვინმესთვის სიახლეა?!

კანონში ჩაიხედეთ!

პოლიცია აბსოლუტურად სწორად მოიქცა, რომ პირველივე მცდელობა აღკვეთა. პირდაპირ ეთერში კარგად ჩანდა, როგორ ცდილობდნენ ცესკოს ღობის მორღვევას.

რაც შენობასთან მიახლოებას და, მით უმეტეს, შეჭრას მოჰყვებოდა, ის იქნებოდა კატასტროფა!

სწორედ ეს კატასტროფა აიცილა პოლიციამ!

სახელმწიფო ვერ და არ დაუშვებს ადმინისტრაციული შენობების დაკავებას!

ხოლო ვინც კოვიდის პირობებში წყლის მისხმაზე წუწუნებს, მარტივ შეკითხვებს უპასუხოს:

რუსთაველის გამზირზე ყველა რეგულაციის დარღვევით შეკრებამდე არ იცოდნენ, რომ ნოემბრის ცივი დღეა და კოვიდ-პანდემიაა?

ცესკოს შენობასთან მისვლამდე არ იცოდნენ, რომ კოვიდ-პანდემიაა?

ცესკოს ღობის მორღვევის და შენობაში შეჭრის მცდელობამდე არ იცოდნენ, რომ კოვიდ-პანდემიაა?

ან, იქნებ, ფიქრობთ, რომ კოვიდ-პანდემიის პირობებში ვინმე ადმინისტრაციული შენობების დაკავების უფლებას მოგცემთ, არიქა, წყალი რომ მივასხათ, გაცივდებიანო?!

სულ ახლახან მიასხეს წყალი, თქვენ იქ არ ყოფილხართ და თქვენც გაჟრიალებთ?!

სახალხო დამცველი გამოდის ახლა და ცივ კლიმატურ პირობებში წყლის ჭავლის გამოყენების მიუღებლობაზე ლაპარაკობს.

შარშან, ზაფხულშიც ასე ლაპარაკობდა, ოღონდ თბილი კლიმატური პირობები არ უხსენებია მაშინ.

მაშინაც ადმინისტრაციული შენობის დაკავებას – პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ!

ჰო, გაფრთხილება უკვე ისმის – ქართულად და ინგლისურადაც, მათთვის, ვისაც ქართული არ ესმის!

დაიმახსოვრეთ:

ვერ არევთ ამ ქვეყანას!

ვერ დაბრუნდება თქვენი ბელადი და კვლავინდებურად ვერ გალეწავს სისხლიან კალოს!

P. S. წაიღეთ ახლა ეს სტატუსი და აფრიალეთ!

მანამდე კი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: კანონში ჩაიხედეთ, კოვიდის ბიძაშვილებო!”

თეგები: 2020 არჩევნებიბონდო მძინარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved