• რეკლამა
  • კონტაქტი
04:23, ხუთშაბათი, 14 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აი ეს არის პასუხი ჩერგოლეიშვილის დღევანდელ უტიფრობაზე !!!!!“ – თაკო ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
13:04 07-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,407

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა ვუსმენდი ტვ ეთერში, ჩერგოლეიშვილმა ერთგვარი ” ჩვეული ინტონაციით და ანალიზით” განაცხადა ,თურმე ჰოი საოცრება; რატომ უნდოდა ხალხს ცვლილება და რატომ გვჯეროდა რომ რაიმეს გააკეთებდა ივანიშვილი ანუ 2012 წელს რატომ დაიჯერა უმრავლესობამ, მათ შორის მე თამარ ჩარკვიანმა .
ნუ სააკაშვილით რომ დაავადებულია ეს “ცოლ-ქმარი “და ციხეში დაუძლურებულ პრეზიდენტს რომ მუდამ ქოლავენ და მის განადგურებას ლამობენ ყველამ ვიცით და ვისმენთ და ვუყურებთ დიდი ხანია, მაგრამ ვინმემ აუხსნას იქნებ ამ ქალს და “გაიგოს” როგორმე , რომ ივანიშვილი და საერთოდ ზოგადად 2012 წლის ხელისუფლების ცვლილება სწორედ რომ ამ ” ცოლ-ქმრის” ბოკერია -ჩერგოს და ამ ტიპის “პოლიტიკოსების” ფონზე მოხდა, აი “ესენი” რომ იყვნენ ხელისუფლებაში სწორედ მათი “ნამოქმედარის ” და ნაცოდვილარის შედეგია , აი მაგალითად ცნობილი და ავადსახსენებელი “ციხის ბუნტი” ( ელენე თევდორაძის ჩვენება ყველას გვახსოვს, ბოკერიას პირდაპირ ხელი დაადო ღია ეთერში, დიახ ბოკერიას და არა სხვას “ბოკერია რომ არ ყოფილიყო, რომ არ მოსულიყი ყველაფერი მშვიდად მიდიოდაო”) ისედაც არ დაგვავიწყდეს რომ ბოკერია კარგა ხანს უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, აი პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი ინფორმაციები რომ უნდა მიეტანა და რომ არ მიჰქონდა იმ თანამდეობაზე იყო სწორედ, ახლა ხომ დავრწმუნდით და ნათლად ჩანს ყველაფერი ,ახლა რომ სააკაშვილს აბრალებენ სამარცხვინოდ ყველაფერს, ეს დღევანდელი ხელისუფლება სწორედ იმ -სწორედ მათი საზიზღრობების ფონზე მოვიდა -რასაც სჩადიოდნენ, სწორედ ამ ფონზე ხალხმა იოლად დაიჯერა ციხის დადგმული კადრები სამწუხაროდ, იქნებ ვინმემ შეახსენოს ამ “ქალბატონს” ვინმემ გაახსენოს, რომ სულხან მოლაშვილი სწორედ მას ადებდა ხელს, სწორედ ბოკერიას, იქნებ შეახსენოს ვინმემ ამ ქალს, ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილთან დაპირისპირება ყოვლად სამარცხვინო -დანაშაულებრივი ქმედება მისი მეუღლისა ,რომელიც თანამდებობის პირი იყო მაშინ , იქნებ შეახსენონ და აუხსნას ამ ქალს ვინმემ ” დემოკრატიულობის მანტია მოსხმულს”, რომ პოლიტიკოსი ( სულ რომ დამნაშავედ თვლიდეს მღვდელს სასულიერო პირს ან საერო პირს, მოძღვარი იქნება ეს თუ სხვა, დაკავების ოპერაციაში პირადად ,უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკოსი რომ გქვია და ეკლესიის კარს არ უნდა ამტვრევდეს “გრუზავიკით”-სატვირთოთი, ( და არა მხოლოდ ბოკერია)არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება არა, არ შეიძლებოდა და ვინ მოთვლის კიდევ ….ასე გავაგრძელებ უსასრულოდ ამ “ტანდემის ” “გმირობებს” და სააკაშვილის ჯინაზე განზრახ ჩადენილ მზაკვრობებს პირველობის ჟინით შეპყრობილებისა. ახლა კიდევ უფრო ნათლად სჩანს ყველაფერი. ასე რომ …… ისე ობიექტურობა მოითხოვს რომ ვთქვა , რომ მე პირადად ივანიშვილის სახელი და გვარი 2012 წლამდე ბევრად ადრე აი სადღაც 2005 თუ 2006 -2007 წლებში გავიგე , ყოფილი ხელისუფლებისგან , ( მგონი შინაგან სამინისტროს აფინანსებდა ).
ასე რომ კითხვა -რატომ დაიჯერა ხალხმა , ამ კითხვას უტიფრად რომ დასვამს ჩერგოლეიშვილი პასუხი ასეთი იქნება : რატომ და თქვენი ტიპის ” მზაკვარი და ფსიქო” ტიპების ფონზე აღარ ჩანდა სააკაშვილის ,მართლა დიდი ,სახელმწიფოებრივი აღმშენებლობითი საქმეები და სწორედ ამ ბოკერიას ” მანიაკური ეგოს” ფონზე და ჩადენილი ” ნამოღვაწარის” ფონზე იოლად დასაჯერებელი გახდა ყველანაირი დადგმული ფეიკი მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ…
ასე იმიტომ ვგულშემატკივრობ მესამე პრეზიდენტს -სააკაშვილს , რადგან ახლა ნათლად ჩანს , კიდევ როგორ მოახერხა , რაც მოახერხა ამდენი მზაკვარის ხელში, სახელმწიფოს შენება და მრავალი წლით გატყორცნა ქვეყანა სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარების გზით დასავლეთისკენ .რაც შეეხება “კონტროლს” ანუ რატომ ვერ აკონტროლებდა სრულად ყველა წერტილს პრეზიდენტი სააკაშვილი ? იმიტომ რომ ჩვენთან დღესაც რუსული სისტემაა პრაქტიკულად , ვერ მოხდა ბოლომდე რეფორმები ვერ გაკეთდა, რთული აღმოჩნდა, ეს ტროლ-ბოტები ეს ყველაფერი რუსული უშიშროების სისტემის ნარჩენია, სრულად გაკონტროლება ყველა პრეზიდენტს გაუჭირდა, ჩვენ ასე ვთქვათ “პოსტსაბჭოთა” სივრცე -ქვეყანა ვართ და არ დაგვავიწყდეს რომ აქ ძალიან ჰქონდა გადგმული ფესვები “აგენტურას “. პირველი პრეზიდენტი იყო გამსახურდია და მოკლეს, ობიექტურობა მოითხოვს ვთქვა, რომ მეორე პრეზიდენტი ანუ შევარდნაძე ააფეთქეს ნავთობ-სადენის გამო .მესამემ რომელიც პუტინს დაუპირისპირდა და მოახერხა 2008 წელს მთელი მსოფლიოს ლიდერებს მოუხმო თბილისში და პუტინის დავდასხმა შეაჩერა ( და ახლა უფრო ჩანს რა მოუხერხებია სააკაშვილს მაშინ) ციხეში კლავენ-ისევ რუსული სისტემა!!ჰოდა ახლა გვაქვს შანსი დიდი დასავლური რეფორმებისა რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვიცილოთ ამ 12 პუნქტის შესრულებით ეს სამარცხვინო სისტემა!!სიტყვა გამიგრძელდა არადა…..
მოკლედ -უტიფრად ნათქვამს ვუპასუხე და აი ეს არის პასუხი ჩერგოლეიშვილის დღევანდელ უტიფრობაზე !!!!!““

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

18:02 05-13-2026
“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?
ახალი ამბები

“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?

15:44 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved