• რეკლამა
  • კონტაქტი
02:51, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აი, ეს არის ივანიშვილისა და კრემლის მთავარი მესიჯი ქართული საზოგადოებისადმი!“ – კახა მიქაია

ალია ავტორი - ალია
19:14 07-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
471

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია. 

– პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკოსების გარეშე არ  არსებობს, მათდამი არსებული სიმპატია-ანტიპათიის მიუხედავად. პროცესი, რომელიც მიმართულია ხელისუფლების ცვლილებისკენ, ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი მიღების მიზნით საჭიროებს პოლიტიკურ ლიდერს. პოლიტიკური ლიდერის გარეშე, იმ მოთხოვნების შესრულება, რაც აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ ხელისუფლების მიმართ, შეუძლებელია და ეს დადასტურდა კიდეც. ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს  იმით, რომ საქართველოში  დისკრედიტირებილია პოლიტიკური სპექტრი და არ არსებობს პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც გააჩნია  ხალხის ნდობა. „კოლექტიური ლიდერის“ ინსტიტუტის ფორმირება დღევანდელ რეალობაში პრობლემატურია, რაც ოპოზიციური ფლანგის სისუსტით და მოუმწიფებლობით არის განპირობებული. 20 ივნისის მრავალათასიანი აქციის მონაწილეთა გულწრფელი პროტესტი ჩემთვის გასაგებია. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ითხოვს ცვლილებას და იგი მოტივირებულია. ჩვენი საზოგადოებამ ევროპული ორიენტაციისაა, მიისწრაფვის  ევროპისაკენ და ამ გზაზე მისი მთავარი პრობლემაა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ გამოუყენებელია ხალხის საპროტესტო მუხტი, პროცესი დაწყებულია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის გოშიებთან ერთად ისტორიის ჩარხს უკან ვეღარ დაატრიალებს. დაწყებული პროცესი აუცილებლად განახლდება და ჩვენ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ არის ევროპული ორიენტაციის, ხელისუფლება პირდაპირ დამოკიდებულია კრემლზე და  მის უსახურ ანარეკლს წარმოადგენს. საქართველოს ეროვნული და დამოუკიდებელი ხელისუფლება არ ყავს!

– ხალხის უმეტესობა თვისი ნებით გავიდა ამ აქციებზე, შესაძლოა, მცირე ნაწილი აქციის ორგანიზატორთა და პოლიტიკოსთა სატელევიზიო მოწოდების გამო გავიდა. მოკლედ, მივიდა ხალხი, მაგრამ მერე რა უნდა გაეკეთებინათ ორგანიზატორებს, სად უნდა წაეყვანათ ეს ხალხი, როგორ უნდა ემართათ, ეს არ იცოდნენ. რა უნდა მომხდარიყო?

– მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ დიღმელაშვილმა და მაქარაშვილმა, ასევე აქციის სხვა ლიდერებმა, რომელთაც პატივს ვცემ, ვერ გაართვეს თავი მათთვის უჩვეულო მოვალეობას.  რაც არ იცი, იმ საქმეს ხელი არ უნდა მოკიდო. უნდა ისწავლო, მერე გამოცდილება მიიღო და შემდგომ აკეთო საკეთებელი. ტრიბუნაზე მდგარი ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, როგორ უნდა წარმართოს პოლიტიკური პროცესი, ამიტომ აუცილებელია პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს პოლიტიკური სპექტრი და მან მიიყვანოს საზოგადოების მიერ დაწყებული პროცესი ბოლომდე. ერთი სიტყვით, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს.

– ევროკომისიის რეკომენდირებული 12 პუნქტის შესასრულებლად ხელისუფლება კომისიებს ქმნის და ოპოზიციას ეპატიჟება ამ კომისიებში, ერთად შევასრულოთ ეს რეკომენდაციებიო. გიორგი გახარიას პარტიის გარდა, ყველა უარს ამბობს ამ კომისიებთან თანამშრომლობაზე. ჩემი აზრით, ხელისუფლება არც ერთ პუნქტს არ შეასრულებს და მერე დააბრალებს ოპოზიციას, რომ ისინი რომ არ იყვნენ კომისიებში, იმიტომ  ვერ შევასრულეთ ეს რეკომენდაციებიო. მოკლედ, ოპოზიციას გადააბრალებს იმის გაუკეთებლობას, რაც მისი გასაკეთებელია. ასე არ მოხდება?

– კარგი შეკითხვაა. რას იტყვის პარლამენტი, რას იტყვის ირაკლი კობახიძე, მათიკაშვილი თუ მამამისი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი მესიჯი ბიძინა ივანიშვილმა ეგრეთწოდებული სამეულის საშუალებით გააჟღერა, რომელმაც თითქოს სიმართლე ამცნო ქართულ საზოგადოებას. გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მოგვცემენ. სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და კრემლის მთავარი მესიჯი ქართული საზოგადოებისადმი. რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიის წევრების მონაწილეობას კობახიძის მიერ შექმნილი კომისიის მუშაობაში, მე აქ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ კომისიები დროის გაყვანის მიზნითაა შექმნილი. აღსანიშნავია კობახიძის პირით გაჟღერებული კრემლის მეორე მესიჯი: ,,თუ ჩვენ ომში ჩავერთვებით, მაშინ საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“. ესეც „ფეესბე“-ს სახელმძღვანელოდანაა, რომელზედაც საუბრობდა ამერიკის ელჩი, ქალბატონი დეგნანი. დავაკონკრეტებ, „ეფესბე“-ს გზამკვლევი დღევანდელი ხელისუფლების სამაგიდო წიგნია.

– თუმცა, ეგ ზოგიერთი ოპოზიციონერისთვისაც სამაგიდო წიგნია…

– კი, რა თქმა უნდა. არც ოპოზიცია განიცდის „ეფესბეს“ აგენტურის ნაკლებობას.

 

თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved