• რეკლამა
  • კონტაქტი
02:11, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ასეთი, გვერდნახევრიანი, უშინაარსო, უსულო და გაუგებარი წერილი გაუგზავნა ზურაბიშვილმა ბაიდენს” – დემნა დევდარიანი

ალია ავტორი - ალია
01:41 02-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

ჟურნალისტი, დემნა დევდარიანი:

“აი, ასეთი, გვერდნახევრიანი, უშინაარსო, უსულო და გაუგებარი წერილი გაუგზავნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჯო ბაიდენს.

აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ, დემოკრატიის სამიტზე, რომელიც ვირტუალურად ჩატარდა 2021-ის 9-10 დეკემბერს, მონაწილეობდა ყველა იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც თეთრმა სახლმა მიიჩნია დემოკრატიულად ან დემოკრატიის მინიმუმ, შემოვლით გზაზე მყოფად.

სამიტის ფორმატი ითვალისწინებდა სახელმწიფოების მეთაურთა მიერ, საშუალოდ, 4 წუთიანი ვიდეო მიმართვების გავრცელებას, სადაც ისინი პირობას დებდნენ, რომ საკუთარ ქვეყნებში დემოკრატიას გააძლიერებდნენ კონკრეტული ნაბიჯებით და 2022 წელს, მომდევნო სამიტს, დადებული პირობების შესრულებით დაუბრუნდებოდნენ.

ამავე ფორმატის მიხედვით, სახელმწიფოთა მეთაურები სამიტის დასრულების შემდეგ, ჯო ბაიდენს გაუგზავნიდნენ დადებული პირობების ნუსხას და უფრო მეტ კონკრეტიკას შესძენდნენ საკუთარ ვალდებულებებს დემოკრატიის წინაშე.

101 მონაწილე ქვეყნიდან წერილობითი ფორმით საკუთარ ვალდებულებების ნუსხა ბაიდენს, 56-მა ქვეყანამ გაუგზავნა, მათგან 18-მა არასაჯაროდ.

ქვემოთ ხედავთ 2 ფოტოს. პირველ ფოტოზე უკრაინის ლიდერის მიერ გაგზავნილი ვალდებულებების ნუსხაა, მეორეზე-პრეზიდენტ ზურაბიშვილის.

პირველი 4 გვერდიანი, ამბიციური, დაწვრილებითი, თანმიმდევრული და რეალისტური დოკუმენტია, რომელშიც რუსეთის ფედერაცია არაერთხელ არის მოხსენიებული.

საქართველოს პრეზიდენტი მიერ გაგზავნილი წერილი არის გვერდნახევარი, აბსტრაქტული, არარეალისტური, არათანმიმდევრული და რუსეთის ფედერაცია, როგორც ქართული დემოკრატიის უპირველესი საფრთხე, დოკუმენტში არ იკითხება. ადამიანის უფლებების ნაწილი საერთოდ სასაცილოა, სრულიად გაუგებარია საარჩევნო რეფორმის ნაწილი in light of the current state of play და სასამართლო რეფორმის ეპიზოდი, რითიც გადაწყვიტა წერილის დაწყება, ამ ქვეყნად არ არის.”

თეგები: სალომე ზურაბიშვილიჯო ბაიდენი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved