• რეკლამა
  • კონტაქტი
03:07, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ასე დამთავრდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ კიდევ ვცოცხლობ, ამას სიცოცხლე ჰქვია?” -კარდიოლოგიის ცენტრის გენ.დირექტორი გულიკო ჩაფიძე

ალია ავტორი - ალია
15:20 03-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
443

ცნობილი ექიმი, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი გულიკო ჩაფიძე პირად ტრაგედიაზე მედიასთან საუბრობს და ამბობს:

„უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, სანამ ძალიან დიდი ტრაგედია არ დატრიალდა ჩემს ოჯახში. 1989 წელს მოხდა ის, რომ ჩემი უმცროსი შვილი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და დაიღუპა. მაშინ მოხდა ჩემთვის, რომ მიწა გასკდა, ცა ჩამოიქცა. ეს იყო რაღაც საშინელება. ამის წარმოდგენა კი არა… ამის მოყოლაც არ შეიძლება. ჩემი უმცროსი შვილი ექიმი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, მერე კასკადივით წამოვიდა ყველაფერი. რამდენიმე წელში მეუღლე გარდამეცვალა.

ყოველ დილას მიდიოდა შვილის საფლავზე, შემდეგ სამსახურში, მერე ისევ საფლავზე და იქიდან სახლში ბრუნდებოდა. წლების განმავლობაში ასე იყო. იმ დღეს, როდესაც დაიღუპა, შაბათი იყო. სამსახურში წავიდა, ოპერაცია გააკეთა და შემდეგ, მეგობართან ერთად იყო. გურამ საღარაძე მიყვებოდა, ნარდს ვთამაშობდით, გავფრცქვენი მანდარინი, პირში ჩავუდეო, მერე იმან გაფრცქვნა, მაწვდიდა და უკან-უკან წავიდა… ზურაბ, რას აკეთებ, რას მაიმუნობო… და ადგილზე გათავდაო.

რამდენიმე წელიწადში უფროსი შვილი გარდამეცვალა. ფილტვების სიმსივნე ჰქონდა. განაჩენი იყო, რომ ორი თვე გაძლებდა. ერთი წელიწადი ვიბრძოდით და თვითონაც ძალიან იბრძოდა. მეორე შვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი 23 წლის ბიჭი, ისიც ასე უეცრად დაიღუპა.

ლაპარაკობდნენ, როგორ გადაიტანე, როგორ ხარო. რა გადავიტანე, ისინი სულ ჩემთან არიან. თქვენ გესაუბრებით, ავადმყოფს ვნახულობ, დავდივარ, ტვინში სულ ეს მაქვს. ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, თქვენმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ თვალზე ცრემლი არ უნახავთო. ჩემ ოთახს უნახავს ჩემი ცრემლი, ჩემ ბალიშს. აი, ასე დამთავრდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ კიდევ ვცოცხლობ. ამას სიცოცხლე ჰქვია? მე არაფერი გადამიტანია. მე ყოველ საათს, ყოველ წუთს ვიტან ამას.

ახლა შვილთაშვილები მყავს, ტყუპი, შვილიშვილები, მათთვის მიდგას სული და მათი შეწუხება არაფრით არ მინდა. არ მინდა იცოდნენ, რომ რამე მაწუხებს“

ტექსტურ ვარიანტს “პრაიმ თაიმი” ავრცელებს.

თეგები: გულიკო ჩაფიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved