ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
მარტივად რომ ავხსნათ რა მოხდა:
როგორც ჩანს, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის დაინიცირებამ საარჩევნოდ ისე ვერ იმუშავა, რასაც ელოდნენ და ივანიშვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთი ტრიუკი მოეფიქრებინა, რომელიც მას ქულებს მოუტანდა, ხოლო ოპოზიციას დააკარგვინებდა ანუ ერთდროულად ორ კურდღელს დააჭერინებდა და წამოაყენა მართმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იდეა.იფიქრა, მრევლი ანუ ამომრჩევლების 80 პროცენტი აღფრთოვანდება, ხოლო ლიბერალური იდეებით გაჭყეპილი ოპოზიცია მორიგ ჯერზე აყვირდება და ქულებს დაკარგავსო.ალბათ, წინასწარ ტკბებოდა, ეს რა მაგარი რამე მოვიფიქრეო. მის გუნდში კი კაცი არ აღმოჩნდა, ვინც ეტყოდა, ეს რა სიგიჟე იყო.და აი, აქ გამოსცადა ივანიშვილმა რა არის ბედის ირონია: მოულოდნელად ოპოზიცია კი არა, ეკლესია აყვირდა, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთო.
ასე ჩავარდა ტრიუკი და ახლა ხელისუფლება და ეკლესია ერთობლივად ფიქრობენ, რა იდეა წამოაყენონ, რომ მრევლიც აღფრთოვანდეს და ეკლესიის დამოუკიდებლობასაც არაფერი დაემუქროს.
კომენტარები