• რეკლამა
  • კონტაქტი
06:23, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აი, ამიტომ საქართველოს მიმართ რუსეთის ინტერესი, როგორც არასდროს, ისეთი მაღალია… მთავრობა ამას ალბათ გამოიყენებს“

ალია ავტორი - ალია
22:12 06-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
511

ანი დვალიშვილი

სანამ ევროკავშირი გადამწყვეტ სიტყვას იტყვის და საბოლოოდ გავიგებთ, გვაძლევენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, პარადოქსია, მაგრამ რუსეთისთვის საქართველო ბევრად საინტერესო ქვეყანა გახდა, ვიდრე ეს გუშინ ან გუშინწინ იყო. საქმე ის გახლავთ, რომ ლიეტუვამ ერთადერთი გზა გადაუკეტა რუსეთს და ახლა რუსეთისთვის ევროპაზე გასასვლელი საქართველოზე გადის. დიახ, ლიეტუვამ კალინინგრადისკენ გასასვლელი ჩაკეტა, რითაც რუსეთს აღარ შეუძლია ტვირთები ევროპაში გაიტანოს.

ლიეტუვას მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა საქართველო უცნაურ დღეში ჩააგდო. ქვეყანა არ უერთდება სანქციებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსულ ტვირთებს გაატარებს. არადა, რუსეთს სხვა გზა არ აქვს, ტვირთი, რომლის რაოდენობა ისედაც შეზღუდულია, ევროპაში სწორედ საქართველოს გავლით უნდა შევიდეს. ლიეტუვას რუსეთი არაფერს ეტყვის, რადგან ნატოს წევრმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს საუბარი ნატოს მე-5 მუხლის გააქტიურებაზე, რომელიც ორმხრივ თავდაცვას ნიშნავს, ანუ რუსეთი თუ ლიეტუვას დაემუქრება, საქმეში უკვე ნატო, როგორც სამხედრო ალიანსი, ისე ჩაერევა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოთქვა მეხუთე პუნქტის ხსენებასთან დაკავშირებით, უკვე გამოთქვა პროტესტი, თუმცა საეჭვოა, ამ პროტესტით რამე შეიცვალოს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ნაბიჯი ლიეტუვას დასავლეთმა გადაადგმევინა…

„შესაძლოა, ძალიან ხმამაღალ ნათქვამად მოგეჩვენოთ, მაგრამ ახლა საქართველოს მიმართ რუსეთის ინტერესი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველაზე დიდია. ამიტომ, რუსეთი აუცილებლად დააკვირდება საქართველოს ხელისუფლების ყველა მოქმედებას და რაც მთავარია, ის წამოვა ბევრ რამეზე, რათა ევროპაში გასასვლელი გზა სწორედ საქართველოზე ჰქონდეს. მთავრობა ამ შანსს ალბათ გამოიყენებს, თუმცა რამდენად მოეწონება ეს ქართველ ხალხს და დასავლეთს, სხვა საკითხია“, – ეს სიტყვები „ალიას“ რუსეთში მცხოვრებმა მეგობარმა უთხრა, რომელიც რუსი პოლიტიკისგან შორს ნამდვილად არ დგას.

ახლა ალბათ აღარ იქნება გასაკვირი ბევრისთვის, პრემიერის არც დღევანდელი ბრექა პარლამენტში და არც ბევრი სხვა განცხადება, რომელიც, საუბედუროდ, ევროპის გაღიზიანებას უფრო გამოიწვევს, ვიდრე, დაფიქრებას, ხომ არ მივცეთ საქართველოს შანსიო…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved