• რეკლამა
  • კონტაქტი
01:15, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ამისთვის სჭირდებათ ტვინგამორეცხილი მრევლი ხელისუფლებით მთვრალებს!” – რეხვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:47 07-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
286
ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:
“ძალიან მნიშვნელოვანია დააკვირდეთ, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ცნობილებიც და ნაკლებად ცნობილებიც, ფრიად უშვერი სიტყვებით ესხმიან თავს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ეს ნიშნავს, რომ მათი მხრიდან აგრესიული ქმედების, ომში ჩათრევის ან ომის გამოცხადების შიში, საფრთხე, მოლოდინი არ გვაქვს, თორემ გაბრაზდებოდნენ ამდენი ლანძღვის გამო და რამენაირად კი არიან ჩვენზე ძლიერები.
სამაგიეროდ, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში არიან, რუსეთზე, პუტინზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე აღშფოთება არასდროს გამოუხატავთ. რასაც ევროპელ მეგობრებს ან აშშ-ის ელჩს აკადრებენ, მაგის მეათასედიც კი არ უკადრებიათ რუსეთისა და პუტინისთვის არასდროს. მგონი, შიგადაშიგ ეტრფიან კიდეც.
უფრო მეტიც, სხვა, მაგალითად, ჟურნალისტი რომ გალანძღავდა, მაგის გამო მთელ ტროლ-ბოტობას აამოქმედებდნენ ხოლმე და ჭია-ღუებივით შეასევდნენ.
კიდევ უფრო მეტი: “პუტინ ხუილოს” დაძახებისთვის აქციის მონაწილეებს იჭერდნენ და ახლაც დაიჭერენ, რა დააკავებთ რო…
ჰოდა ვინაა მტერი და ვინ – მოყვარე, ვინ არის დამპყრობელი და ვინ – მეგობარი, ვინ გვართმევდა და გვართმევს ტერიტორიას, კულტურას, ენას, იდენტობას, სარწმუნოებას (ჰო სარწმუნოებასაც!) და ვინ ეფერება, ინახავს, უფრთხილდება ყველაფერ ქართულს: მიწას, მრავალხმიან სიმღერას, ეკლესია-მონასტრებს, ღვინოს, ენას, კულტურას, ტრადიციას და ა. შ., კი უნდა გაარკვიოს ისეთმა ადამიანმა, აზრი რომ მოეკითხება და იმასაც უნდა მიხვდეს, ვინ ვის გვერდით დგას. ვიმეორებ, აზრი რომ მოეკითხება, ისეთ ადამიანს ვგულისხმობ, ჯერაც რომ ბოლომდე ვერ გამოურეცხეს ტვინის ხვეულები.
არ მოსწონდა, თურმე, კობახიძეს ევროკავშირის ელჩი…
პუტინი თუ მოსწონს, ალბათ, არასდროს არაფერი რომ არ უკადრებია მაგ ახვრისთვის.
ჰო დავამატებ: აშშ-ის ელჩი თუ საელჩოს წარმომადგენელი სასამართლოს ამბებს კითხულობდა თურმე…
კაი კაცო, ამდენი რესურსი რომ ჩადო ქართული სასამართლოს გამართვაში, ადამიანურიც და ფინანსურიც, აღარც მოიკითხოს, როგორ ვითარდება? არ ეწყინოს, რომ არ ვითარდება?
მაგრამ ესენი ხომ დემაგოგიის მამები არიან, ყველაფერი ისე მიაქვსთ საკუთარ მრევლამდე, თითქოს ვინმე მაგათ საშინაო საქმეებში ერევა, მეტი დრამა და აღშფოთება რომ გამოიწვიონ.
აი, ამისთვის სჭირდებათ ტვინგამორეცხილი მრევლი ხელისუფლებით მთვრალებს!”
თეგები: ნაზიბროლა რეხვიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved