• რეკლამა
  • კონტაქტი
22:30, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ამაზეა საუბარი და არა შევარდი ფიწლით აფხაზეთში და ტრაქტორით აიღე სოჭიო” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:51 04-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
342

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი: · 

“მართლა ვერ გეტყვით რომელი პოლიტიკური თუ ცხოვრებისეული თუ ლოგიკური ,,უნივერსიტეტის,, დიპლომი ესაჭიროება იმის გააზრებას, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი თანადგომა და პარტნიორობა.

როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ,,საქართველო არ დგას უკრაინის გვერდით,,

აქ და ამ შმთხვევაში რატომღაც ბევრი გულისხმობს

,,არა, რას ამბობ, ჩვენი 1.200 თუ 2.000 ჯარისკაცი იბრძვისო უკრაინაშიო,,

მეგობრებო

საქართველოა 3 მილიონის ქვეყანა

უკრაინაა 43 მილიონის ქვეყანა

აქ ჩვენი მონაწილეობა ამ პიროვნულ ადამიანურ პატრიოტულ ქართულ-უკრაინულ დონეზე არის

პიროვნული სიმბოლიკა

კაცობა და ქალობა პიროვნულად

გამბედაობა პიროვნულად….

რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი თანადგომა?

,,ომი გამოვუცხადოთ რუსებსო,,?

არა, ომი უკვე გამოცხადებულია, რუსეთის მხრიდან.

,,შევიჭრათ ამ ჩვენი უიარაღო ჯარით სამხრეთ ოსეთის ოლქსა თუ აფხაზეთშიო?,,

არა, არაფრით არ გამოვა.

პერმანენტულად და მდგრადი სიძულვილით გაანადგურა ჯარი და ტექნიკა ჯერ რუსმა პირადად და რაც მერე ავაწყვეთ, გაანადგურა და გააჩანაგა ,,ქართული ოცნების,, არამხოლოდ ხელისუფალმა, არამედ მისმა თითოეულმა შემომხაზველმა და ამომრჩეველმა პიროვნულად.

ეს ფაქტია და ამაზე ბოდიშის, დიდი ბოდიშის მოხდა დაჭირდებათ ,,აქტივისტებს,, და ,,მიმდევრებს,,

ამაზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან თავდაცვის მინისტრები და პრემიერები, ვისმა ხელმაც ეს რუსული მარაზმი განახორციელა.

რა სახელმწიფოებრივი თანადგომაა დღეს შესაძლებელიც და აუცელებელიც?

უპირველესად,

მტერი საკუთარი ტაქტიკით უნდა დაამარცხო, ესაა ყველაზე ადვილი.

რუსული და პუტინის ტაქტიკა სანქციების წინააღმდეგ იყო და რჩება, ორი რუსეთის მითი, რუსეთიდან ვითომდა გამოქცეული ხალხი და უმთავრესად კი კაპიტალი, ფული, რომელიც საქართველოს თუ სომხეთის თუ რამდენიმე ქვეყნის გავლით თეთრდება, ირეცხება დასავლეთში.

სამხედრო და შეიარაღების თვალსაზრისით საქართველოს თუკი მოისურვებს, მსგავსის გაკეთება შეუძლია.

დღეს საუკეთესო სიტუაციაა მოითხოვო და იყიდო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი ტექნიკა.

დასავლეთისაგან მიიღო ყველანაერი ტიპის საშუალო და მსუბუქი ტიპის იარაღი,

თვითმფრინავების მიღებაც კი შესაძლებელია, თუკი ამას საქართველო მოითხოვს.

ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღზე უარს არავინ გეტყვის, ეს ნაღდია.

საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ჩამოაყალიბოს უკრაინაში მოხალისეთა ცენტრები, შეამოწმოს ამ ადამიანების ბრძოლისუნარიანობა, შეაიარაღოს, მისცეს ყველა ლოგისტიკური თანადგომა უკრაინისაკენ

და მათ ოჯახებს აქ, საქართველოში უპატრონოს, დახმარება გაუწიოს.

აი ამაზეა საუბარი და არა

შევარდი ფიწლით აფხაზეთში და ტრაქტორით აიღე სოჭიო.

ამგვარ სისულელეებს რომ საერთოდ ვინმე ვინმეს აზრად აღიქვამს და კამათს დაგიწყებს, აბა რუსს ვეომოო,

არ ვიცი იმ ადამიანს რომელი სკოლა ვურჩიო.

ბოლო ბოლო ქართული სუფრის აკადემიას ასჯერ უფრო მეტი ცოდნა და გააზრების უნარი უნდა მიეცა ამ ადამიანებისათვის, სხვისთვის, თამადასათვის მაინც რომ მოესმინათ.”

 

თეგები: იაგო ფრანგიშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved