პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ეს დღეები განსაკუთრებით ხშირად ვიხსენებთ ანწუხელიძეს, გულწრფელად აღრფთოვანებული და შეძრული ვართ მისი გმირული თავგანწირვით.
და მაინც, გვაქვს კი კარგად, ბოლომდე გაცნობიერებული, რა გააკეთა მან და ერთი წამით მაინც ვუშვებთ მაინც რომ ჩვენც შეიძლება იგივე გვექნა? ეს ის შემთხვევაა, როცა ამის დაშვება მაინც თუ შეგიძლია, უკვე ძალიან მაგარი ხარ.
მე ჩემ თავზე მხოლოდ ის ვიცი რომ ამას ვიზამდი თუ ჩემი შვილის სიცოცხლე იქნებოდა საფრთხეში და ამით გადავარჩენდი… მეტი არ ვიცი…
ჰოდა ამაზე ფიქრმა ერთ აზრამდე მიმიყვანა – ქვეყნის გადარჩენა შენი შვილის გადარჩენას რომ ნიშნავს, საკუთარ ქვეყანაზე, როგორ ცუდადაც არ უნდა იყოს ის, ხელი რომ არ უნდა ჩაიქნიო, როგორც შენს შვილზე არ ჩაიქნევ და სანამ ცოცხალია, იბრძოლებ, აი ამას როცა ბოლომდე გაიგებ, გააცნობიერებ და შეისისხლხორცებ, მაშინ შეძლებ ანწუხელიძეობას, სხვანაირად ვერა.
ანწუხელიძის შვილს ვუსმენდი როგორ მღერის – სხვა საქართველო სად არისო და მაშინ რაც ვიფიქრე, ის დავწერე აქ.”
კომენტარები