• რეკლამა
  • კონტაქტი
13:17, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ამ ხალხს, უეცრად საქმე გაუჩნდა, რეალური საქმე, ბოლო 30-40 წელში, ალბათ, პირველად არიან ყურადღების ცენტრში” – ლევან ყურაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:00 06-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
409

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:

“ვაენკორებთან შეხვედრისას პუტინის ძირითადი მესიჯი, მთელი ორსაათიანი ინტერვიუს ლეიტმოტივი იყო, რომ მთავარია ახლა ეს შეტევა გადავაგოროთ, როგორმე მოვიგერიოთ და მერე რამე იქნება.
ანუ, კიევის დასავლელი მხარდამჭერები დაიღლებიან, მოსწყინდებათ გაუთავებელი ომი, დახმარებას შეუკვეცავენ და ზელენსკის აიძულებენ, მოლაპარაკებაზე დაჯდეს.
გუშინ ერთ ტვიტს წავაწყდი. გაოგნებული “გეპარდის” გერმანელი მეთაური წერდა: ცხოვრებაში ასეთი არაფერი მინახავს, დღეს აპარატი საწვავის ასავსებად წავიყვანე და გზად ხალხი მესალმებოდა, ზოგიერთი გეპარდს მოსდევდა კიდეცო. 5 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, მსგავსი რამ მოხდება, გიჟად ჩავთვლიდიო.
პუტინმა მოახერხა ის, რომ ევროპელებს დაანახა ნამდვილი და არა მოგონილი საფრთხე. ომის და სიკვდილის საფრთხე. სადღაც, შუა აზიაში ან ახლო აღმოსავლეთში კიარა, იქვე ყურისძირში, შუაგულ ევროპაში.
და ისე, როგორც პანდემიის დროს იქცნენ ექიმები ხელით სატარებელ ხალხად, რადგან ერთადერთ შველას ადამიანები მათგან ელოდნენ, ახლა ეს როლი სამხედროებს ერგოთ.
ის ჯარი, რომელსაც წლიდან-წლამდე უმცირდებოდა დაფინანსება, სადაც ადამიანები უბრალოდ აღარ მიდიოდნენ სამსახუროდ. არმია, რომელიც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას მხოლოდ ფორმალურად და ფურცელზე ჰყავდა. ოფიცრები და გენერლები, რომლებსაც რეალურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის ნაცვლად, ნატოს სამიტზე კლიმატის ცვლილებასთან და პანდემიასთან ბრძოლას ავალებდნენ.
აი ამ ხალხს, უეცრად საქმე გაუჩნდა. რეალური საქმე, რეალური მოწინააღმდეგით.
საზოგადოებისგან ისევ პატივისცემა იგრძნეს, ბოლო 30-40 წელში, ალბათ პირველად არიან ყურადღების ცენტრში და თან არიან მორალურად სწორ მხარეს – აგრესორის დამარცხებაში იღებენ მონაწილეობას.
როგორ ფიქრობთ, ეს ხალხი დაიღლება ამ ყურადღებითა და საზოგადოებისგან პატივისცემით?
იმ გეპარდის გაოგნებული მეთაური დაიღლება ქუჩაში ხალხის მისალმებით?
როგორ ფიქრობთ, გერმანული სატანკო დივიზიის მეთაური დაიღლება უკრაინაში ლეოპარდ 2ა6-ის გაგზავნითა და სანაცვლოდ უახლესი ლეოპარდ 2ა8-ის მიღებით?
ბუნდესვერი დაიღლება იმ ასობით მილიარდის ათვისებით, რომლის დახარჯვასაც გერმანია აპირებს არმიაზე მომდევნო რამდენიმე წელი?
თუ რეინმეტალი დაიღლება ახალი შეკვეთების მიღებით?
“ლოქჰიდ მარტინი” დაიღლება ჰაიმარსის აწყობით, მთელი მსოფლიოდან გიჟურად გაზრდილი შეკვეთები და რიგში ჩამდგარი ქვეყნების მოთხოვნები რომ დააკმაყოფილოს?
თუ “რაითეონი” დაიღლება პეტრიოტების აწყობით, გასამმაგებული შეკვეთების შესასრულებლად?
დაიღლება კიარა, ეს ხალხი ალბათ ყოველდღე უკრაინაზე ლოცულობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსების ტოტალურ დამარცხებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ან რატომ ჩათვალეს რუსებმა, რომ რესპუბლიკელები, რომელთა ლამის ყველა გავლენიანი კონგრესმენისა და სენატორის საარჩევნო კამპანიას მსხვილი იარაღის მწარმოებელი კომპანიები აფინანსებენ, მხარს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შემცირებას დაუჭერენ?
ხალხი, რომელთა ამომრჩევლები ახლა მასიურად საქმდებიან თავიდან ამოქოქილ ჭურვების მწარმოებელ ქარხნებში, სხვადასხვა მსხვილ კომპანიებში, რომლებიც შეკვეთებს ვერ აუდიან და წარმოებებს აფართოებენ.
ან შოლცი აირჩევს, რომ წლების მერე მერკელივით მკვდარი და ცოცხალი აგინონ, პუტინის ბოლომდე არმიჩოხანების გამო, იმის მაგივრად, რომ ომში გამარჯვებულისა და ევროპაში მშვიდობის მომტანის სახელით შევიდეს ისტორიაში?!
საიდან მოიტანა პუტინმა და მისმა გარემოცვამ, რომელ სიურეალისტურ სცენარში, რომ ვინმეს უკრაინის დახმარება მოსწყინდება?
რის საფუძველზე ამბობენ ამას, რამე ინდიკატორი ნახეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
სინამდვილეში, ყველაფერი არის პირიქით: ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით დაწყებული დახმარება გადაიზარდა ტანკებით, ფრთოსანი რაკეტებითა და გამანადგურებლებით დახმარებაში.
ყველა ახალ პაკეტში მხოლოდ იზრდება როგორც შეიარაღების ნომენკლატურა, ისე რაოდენობები.
ის კიარა, უკვე ისეთი ქვეყნებიც კი ერთვებიან უკრაინის დახმარებაში, აქამდე წარმოუდგენელი რომ ჩანდა.
მაგალითად, ამერიკა იაპონიისგან ყიდულობს ჭურვებს. ხოლო შვეიცარიამ გუშინ საკუთარი არმიიდან ჩამოწერა 24 ლეოპარდი, რომელსაც მწარმოებელს, რეინმეტალს უკან გადასცემს (ყველა ვხვდებით, რომ ძალიან მოკლე პერიოდში, ეს ტანკები უკრაინაში მოხვდებიან).
მთელი ეს გიჟური რწმენა, რომ ევროპა დაიღლება და უკრაინის დახმარებას შეეშვება არის ზუსტად იმ სიმღერიდან, როცა ევროპა ზამთარში უნდა გაყინულიყო და პუტინთან მოლაპარაკებები ეთხოვა.
ყველა სიკეთესთან ერთად, ევროპასა და ამერიკას უკრაინის დახმარება საკუთარ მშპ-სთან შედარებით უჯდება კაპიკები.
უამრავ გიჟურ და არაფრისმომცემ პროექტებში გაცილებით მეტს ხარჯავენ, ვიდრე კიევისთვის შეიარაღების გადაცემა ჯდება.
რაც მთავარია, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ მარგინალურ ჯგუფებს, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ უკრაინის დახმარებას დასავლური საზოგადოების უმრავლესობა უჭერს მხარს.
არანაირ ლოგიკაზე არ დგას პუტინისა და რუსების იმედები, გარდა მანიაკალური რწმენისა.
აბსოლუტურად არაფერზე!
პ.ს. ომის ბოლო წლებში, ფიურერი ძალიან გაიტაცა ისტორიამ. ის და გებელსი ხშირად განიხილავდნენ ისტორიულ რუკებს, ძველ გერმანულ დიდებას (ორი-სამი კვირის წინანდელი ისტორია ხომ არ გაგახსენდათ, ერთი სუბიექტი ისტორიულ რუკაზე უკრაინას რომ ეძებდა?), საუბრობდნენ, თუ რამდენჯერ დაეხმარა მათ ღმერთი, თითქოს უიმედო სიტუაციაში გამარჯვებაში.
აპრილის ერთ მშვენიერ დღეს, რეიხსკანცელარიის ბუნკერში იოზეფ გებელსმა დარეკა და ჰიტლერს რუზველტის გარდაცვალება აცნობა. როგორც იქ მყოფები მერე იხსენებდნენ, გახარებული ფიურერი თურმე დადიოდა და ყველას ეუბნებოდა, რომ აწი ყველაფერი შეიცვლებოდა, რომ ეს გადამწყვეტი მომენტი იყო, რომ ამერიკული პოლიტიკა შეიცვლებოდა, ევროპაში ომზე ისინი უარს იტყოდნენ და მარტოდ დარჩენილ რუსებს გერმანელები ადვილად გაუსწორდებოდნენ.
აქედან 26 დღეში, ევროპაში ომი გერმანიის კაპიტულაციით დასრულდა.”
თეგები: ლევან ყურაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved