• რეკლამა
  • კონტაქტი
06:57, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აგრესია, უფლებამოსილების გადამეტება, დანაშაულის ნიშნები – NGO-ები შსს-ს ქმედებებზე

ალია ავტორი - ალია
13:52 11-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულები, ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. დაკავებულებს შორისაა, ბესიკ თამლიანი, რომელიც ადვოკატების ინფორმაციით, ნაცემია.

გუშინ განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი:

“სასამართლოსთან პოლიცია მოქმედებდა ღია, პირდაპირი აგრესიით როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ძალიან დიდ ნაწილში ისინი ცდებოდნენ უფლებამოსილებას, რამაც გარკვეული ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებაც გამოიწვია და შეიძლება, ამ ყველაფერს ნაწილობრივ მიეცეს დანაშაულის კვალიფიკაციაც.

რაც შეეხება მოქმედებას ზოგადად პოლიციის, ვხედავთ, რომ ისინი უკვე ღია აგრესიას აწარმოებენ და და ეს არის მათი პირდაპირი დავალება, რომ რაც შეიძლება მეტი ძალის გამოყენებით ჩაკლან პროტესტის მაშინ, როდესაც ისეთი საფრთხეები არ მომდინარეობს, რომ მოხდეს ასეთი ძალის გამოყენება”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი: 

“ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა მედიის უსაფრთხოება, თუმცა მეორეა,რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების ქმედებები არ იყო შესაბამისი ჩვენს კანონმდებლობასთან. არ იყო შესაბამისი სწორედ იმის გამოც, რომ პოლიციელის ქმედებები, მაგალითად როდესაც ისინი ცდილობდნენ ოპერატორების ჩამოყვანას კედლიდან, ის ფეხზე მოქაჩვა არაფერში ჯდებოდა, ამ დროს შეიძლებოდა ჩამოვარდნილიყო ოპერატორი და დაზიანება მიეღო. კიდევ ერთი საკითხია წიწაკის გამოყენება. აქ არის ეუთოს საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც უნდა ყოფილიყო დაცული, თუმცა ეს გუშინ არ მომხდარა”

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, იყო დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის. პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეიც გამოიყენა. 

შსს-მ ჯამში 15 პირი დააკავა, მათ შორისაა გიგი უგულავა და ბესიკ თამლიანი.

თეგები: ვახტანგ გომელაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved