• რეკლამა
  • კონტაქტი
19:19, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ “ლელოს” საბანკო ანგარიში დააყადაღა

ალია ავტორი - ალია
11:43 08-06-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში დააყადაღა.

როგორც კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის მცდელობა, რომ პარტიის მუშაობას ხელი შეუშალონ.

„უკვე 5 დღის განმავლობაში, არალეგიტიმური ხელისუფლება „ქართული ოცნება“, არალეგიტიმური პრემიერი კობახიძე, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი, სხვები და სხვები ახორციელებენ სასაცილო, იუმორისტულ შეტევას კოალიცია „ძლიერ საქართველოზე“, ჩვენთვის სრულიად არასერიოზული იქნებოდა მათი ეს პროპაგანდისტული ნარატივი, რომ არა ის რეალური ხელშეშლა ჩვენს საქმიანობაში, რომელსაც ისინი აწარმოებენ. 5 დღის განმავლობაში ანტიკორუფციული სააგენტო თავდასხმას ახორციელებს კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ და მისი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გაუგებრობაში, სისულელეში და იუმორისტული ჟანრის კლოუნადაში ე.წ. პრემიერმა კობახიძემ, მათ შორის გახვია გერმანიის ელჩი – გერმანიის ელჩი, რომელსაც წლების განმავლობაში უკვე აქტიურად ებრძვის „ქართული ოცნება“. 2025 წლის 1-ელ ივლისს გააკეთეს განცხადება, რომ გერმანიის ელჩი უნდა გააძევონ ქვეყნიდან. ეს გამოგონილი სიგიჟე, სიშლეგე, რომელიც შეესაბამება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პროპაგანდას და გაუგებარ სტრატეგიებს, წარმოადგენს სწორედ ამ ორ მიზანს-თავდასხმას გერმანიის ელჩზე და თავდასხმას იმ პროდასავლურ კოალიციაზე, რომელიც იბრძვის დღეს აქტიურად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს არის კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“. ამის პარალელურად, ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, ჩვენ უკვე თავს გვესმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ეროვნული ბიურო. ჩვენ მოგვივიდა დღეს წერილი, სადაც გვატყობინებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული. ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ბრძოლას და წინააღმდეგობას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ პასუხი გავცდეთ ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს. მიუხედავად იმისა, დააყადაღებენ თუ არა პარტიის და კოალიციის ანგარიშს, მიუხედავად იმისა, პროპაგანდას აწარმოებენ თუ არა ჩვენი კოალიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ ეს სასაცილოდაც არ გვყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ სიშლეგის გამოვლინება. მათ ეშინიათ საკუთარი სისუსტის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისინი დავამარცხოთ, მოვუგოთ ამ ბრძოლაში და გამოიგონეს ასეთი სასაცილო მექანიზმები“, – განაცხადა კუპრაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved