• რეკლამა
  • კონტაქტი
02:32, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აღნიშნული ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დავით კეზერაშვილი დგას – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:20 12-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

გამოძიების შედეგად, დადასტურებულად დამტკიცდა ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა – 9 490 991 ევრო, 716 642 აშშ დოლარი და 218 000 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების საქმეს, როდესაც საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეებმა შექმნეს ტრანსნაციონალური სინდიკატი, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე შპს და ქოლ-ცენტრი დააფუძნეს.

როგორც ქართველიშვილი წერს, აღნიშნული ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დავით კეზერაშვილი დგას.

„როგორც ჩანს, „უეჭველ ნოდარას“ (მელაძეს) მართლაც ჰყავს „ჩიტები“ სამართალდამცავ სისტემაში. როგორც კი მოსდის იქიდან სიგნალი, რომ ესა თუ ის გამოძიება დასასრულს უახლოვდება და მისი კლანის ბოსების „ბუდეებს“ მორიგმა „ბულბულმა უნდა გადაუფრინოს“ – მიწოლით ქოქავს თავის ფეიკ/მანქანას და აქეთ ადანაშაულებს ხელისუფლებასა თუ მის მხარდამჭერებს ჩადენილ დანაშაულში.

ფაქტობრივად, დასრულდა გამოძიება საქმეზე, რომელსაც 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეებმა შექმნეს რა ტრანსნაციონალური სინდიკატი, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე – დააფუძნეს რამდენიმე შპს და „ქოლ-ცენტრი“, რომლის უცხო ენების მცოდნე ოპერატორები სთავაზობდნენ გერმანიისა და ევროპის სხვა მოქალაქეებს შეღავათიან ფასებში ცნობილი ბიზნეს-ტრენდების აქციების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო აქტივების, კრიპტოვალუტის შესაძენად, ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

გამოძიების შედეგად, დადასტურებულად დამტკიცდა ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა – 9 490 991 ევრო, 716 642 აშშ დოლარი და 218 000 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დავით კეზერაშვილი დგას. სწორედ ამ ფულით ფინანსდება „უეჭველი ნოდარასა“ და „ფორმულას“ ტელესიცრუის სივრცე, ამიტომაც სასწრაფოდ უნდა გადაბრალებულიყო აღნიშნული კრიმინალური სქემა, ბიძინა ივანიშვილზე თუ არა, როგორც მინიმუმ, უჩა მამაცაშვილზე, რაც თავის უკანასკნელ „ცრუ შოუში“ მელაძემ შემოგვთავაზა. მაგრამ, დაგიძველდათ მუშაობის მეთოდები, აშკარად დაგიძმარდათ“, – წერს დავით ქართველიშვილი facebook-ზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved