• რეკლამა
  • კონტაქტი
00:12, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აღმოაჩინეს “ანტისხეულის ხელმოწერა” – ზაზა წერეთელი ახალ კვლევაზე

ალია ავტორი - ალია
00:50 01-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი:

“ხანგრძლივი კოვიდი. შვეიცარიელი მკვლევარები ვარაუდობენ რომ მათ აღმოაჩინეს “ანტისხეულის ხელმოწერა”, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ექიმებს იმ პაციენტების იდენტიფიცირებაში, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი Covid-ის განვითარების რისკი (მდგომარეობა, როდესაც დაავადების სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს მრავალი თვის განმავლობაში).

ციურიხის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მკვლევარებმა გააანალიზეს კოვიდ პაციენტების სისხლი და დაადგინეს, რომ გარკვეული ანტისხეულების დაბალი დონე უფრო ხშირია მათში, ვისაც ხანგრძლივი Covid განუვითარდა, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც სწრაფად გამოჯანმრთელდნენ.

ჯგუფმა შეისწავლა 175 ადამიანი, რომლებმაც დადებითი პასუხი მიიღეს PCR ტესტირების შედეგად და 40 ჯანმრთელი მოხალისე, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც საკონტროლო ჯგუფი. იმის დასანახად, თუ როგორ იცვლებოდა მათი სიმპტომები დროთა განმავლობაში, ექიმები აკვირდებოდნენ 134 პაციენტს კოვიდიდან ერთი წლის განმავლობაში მათი საწყისი ინფექციის შემდეგ.

მონაწილეებზე სისხლის ტესტებმა აჩვენა, რომ მათ, ვისაც განუვითარდა ხანგრძლივი Covid – ასევე ცნობილი როგორც პოსტ-მწვავე Covid-19 სინდრომი (post-acute coronavirus disease 2019 (COVID-19) syndrome -Pacs) – ჰქონდათ ანტისხეულების IgM და IgG3 დაბალი დონე. როდესაც კოვიდი იწყება, IgM სწრაფად მატულობს, ხოლო IgG ანტისხეულები მოგვიანებით იზრდება და უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.

მეცნიერებმა ანტისხეულების ეს მაჩვენებლები გაანალიზეს პაციენტის ასაკთან, ასთმური დაავადების ქონასა და სხვა სიმპტომებთან ერთად რათა დაედგინა ხანგრძლივი კოვიდის რისკის ალბათობის შკალა. იმის დასადასტურებლად, რომ ეს შკალა სასარგებლო იყო, მათ ჩაატარეს ტესტი 395 კოვიდ პაციენტისგან შემდგარ ცალკეულ ჯგუფზე, რომლებსაც ექვსი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

ცხადია ტესტს არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს როგორი რისკი აქვს ადამიანს განუვითარდეს ხანგრძლივი კოვიდი, სანამ ის არ დაინფიცირდება მაგრამ როგრც კვლევაში მონაწილე ერთ-ერთმა ექიმიმა კარლო სერვიამ განაცხადა, თუკი პაციენტს აქვს ასთმის ისტორია და დაბალი IgM და IgG3 მაჩვენებელები წინასწარ შეიძლებ ითქვას რომ ასეთ ადამიანებს აქსვ ხანგრძლივი კოვიდის გაზრდილი რისკი.

კვლევა გამოქვეყნებულია Nature Communications-ში.

თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved