• რეკლამა
  • კონტაქტი
06:17, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აგერ ქვეყნის პრეზიდენტი კათოლიკოს-პატრიარქსაც კი შეხვდა ამ თემაზე სასაუბროდ… ხალხს ჰკითხეთ, უნდათ შერიგება?!” – ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:32 12-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი:

“ისევ შერიგების შესახებ

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს საკითხი აქტუალობას არ კარგავს, ყოველ შემთხვევაში ადამიანების გარკვეული კატეგორია ამაზე საუბრობს, რაღა შორის წავიდეთ და აგერ ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი შეხვდა ამ თემაზე სასაუბროდ…

უბრალოდ დასაფიქრებელია, რომ ის ადამიანები რომლებიც შერიგების ორივე მხარეს უნდა დადგნენ სხვადასხვანაირად უყურებენ ამ საკითხს, ხელისუფლება სრულიად ობიექტურად, იძახის, რომ აღიარონ და ბოდიში მოიხადონ ჩადენილი დანაშაულების გამო, უარი თქვან დამნაშავეებმა პოლიტიკაში შემდგომ საქმიანობაზე და ვნახოთო.

რადიკალები, შერიგების აუცილებლობაზე კი საუბრობენ, მაგრამ საერთოდ არ განიხილავენ რაიმე სახის ბოდიშსა თუ სინანულს, უფრო მეტიც მათი ბელადი სააკაშვილი, აქეთ იმუქრება შევრიგდეთ, თორემ მე ვიცი რასაც გიზამთო, მანამდე კი კვლავ აქციებსა და არეულობას აანონსებს.

ოპოზიციის დაბნეული თუ სააკაშვილთან აფილირებული ნაწილი შერიგებას ემხრობა, პარალელურად თავს იშტერებს თუ ისულელებს, მანამდე რაც იყო თითქოს არც იცის და არც სმენია. არის კიდევ ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც შერიგების უბრალოდ არც სჯერა და ვერც საჭიროებას ხედავს.

სამწუხაროდ არ კითხულობენ დაზარალებულ, ტანჯვა-წამება გამოვლილ ხალხის აზრს, აბა ჰკითხეთ მათ უნდათ შერიგება?! ან რა პირობები აქვთ ამისთვის?

ყველაზე ამორალური და უტიფარი, სრულიად ურეიტინგო, არაპოპულარული, და ავტორიტეტის არ მქონე ნაწილი, ცალკეულ უცხოელებთან ერთად, რომლებიც შერიგების (შესაძლოა გარიგების!) აუცილებლობაზე ისე საუბრობენ თითქოს ამის გარეშე მსოფლიო პოლიტიკური კრიზისი დაიწყება, სინამდვილეში კი მათ ქმედება სწორედ კუს ფეხის გამოყოფას ემსგავსება…

რეალურად, კი ქვეყანას მშვიდი და სტაბილური განვითარება სჭირდება, პოლიტიკოსები და პარტიები ადეკვატურად უნდა იქცეოდნენ, ითანამშრომლონ პარლამენტში, იდებატონ, იკამათონ, წარმოადგინონ ერთმანეთზე უკეთესი პროგრამები, შეწყვიტონ ფეიკებისა და დეზინფორმაციების გავრცელება მედია საშუალებებით, შეწყვიტონ რევოლუციებისა და რყევების დაანონსება, ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაებან-ამას კი სპეციალური შერიგება არადა, ქვეყნისა და სახელმწიფო ინტერესების დანახვა და მის სასარგებლოდ აზროვნება და ქმედება კი ნამდვილად სჭირდება.”

თეგები: ლევან ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved