• რეკლამა
  • კონტაქტი
18:23, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აგერ დგანან 30 კილომეტრში და თეატრში კი არ უნდა მატრაკვეცობდე, წადი და ებრძოლე…” – ვალერიან ხაბურძანია

ალია ავტორი - ალია
16:38 04-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

„ალიას“ ესაუბრება კონსტიტუციონალისტი, უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერიან ხაბურძანია:

“ჩემი ყოფილი მოადგილის და ყოფილი მინისტრის გლამურულმა მეუღლემ სოციალურ ქსელში დაწერა, მოდი კანონი მივიღოთ, 30 წელზე უფროსი ვინც არიან რუსები, არ შემოვუშვათ საქართველოშიო… ის თვლის, რომ 30 წელზე უმცროსები ვინც არიან, ანტიპუტინისტია – ისიც ასე ჰყოფს რუსეთს… კარგით რა, პუტინი არის რუსეთი დღეს, სწორად ასახავს დღეს პუტინი რუსეთს, გაიგეთ. საქართველოს არ მოსწონს და თვლის, რომ რუსეთის პოლიტიკა ოკუპაციურია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პუტინი რუსეთში არ მოსწონთ. რუსეთის ინტერესია, რომ ეს იმპერია არსებობდეს და ვითარდებოდეს – ამ ფუნქციას კი პუტინი ასრულებს! პუტინის და რუსეთის გაყოფა – ხელოვნურია. ისევე, როგორც რუსოფობიური დამოკიდებულება ჩვენი პრობლემაა. არ შეიძლება გეოპოლიტიკური საკითხი ტურისტის დონეზე დავიყვანოთ. თუ არ გვინდა რუსეთი, მაშინ, ზოგადად ვთქვათ უარი და საერთოდ არ შემოვუშვათ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში. რუსეთში 100 ათასი კაცი მაინცაა დარჩენილი ქართველი, ვისაც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა აქვს და არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ესე იგი, შენი ეთნიკური ქართველიც არ გინდა შემოუშვა? რუსულ ვაქცინას არ გავიკეთებო და მაცივარი გამოაღეთ, ხალხო, კანფეტები, რძის პროდუქტები, შაქარი, ხორბალი… 95 პროცენტი რუსულია, ელექროენერგიის 70 პროცენტი რუსული კომპანიისაა… რუსეთმა დაუჭირა მხარი სეპარატიზმს და ჩვენ როგორმე უნდა დავარწმუნოთ რუსეთი იმაში, რომ იქცეს შუამავლად, რათა დავიწყოთ მოლაპარაკებები და ეს რეგიონები დაბრუნდნენ საქართველოს წიაღში. ეს არის რაციონალიზმი, დანარჩენი, ყველაფერი არის ემოცია. მსახიობი ვნახე, საუბრობდა ინგა გრიგოლიასთან, კახა გოგიძე, ხელში კრიალოსანით, საყურით და ბიჭო, ჩემი სამშობლო – ძარღვების დაჭიმვა… აგერ დგანან 30 კილომეტრში  და თეატრში კი არ უნდა მატრაკვეცობდე, წადი და ებრძოლე. ამ ემოციებზეა მთელი ერი. გამოცვივდნენ ახალგაზრდები, გრიბოედოვის ძეგლს მიაწერეს რაღაცები… ძეგლებს დაუწყეს ბრძოლა და ომი… ხვალ შეიძლება გრიბოედოვის საფლავსაც მიადგნენ და ნინო ჭავჭავაძეც მიაყოლონ, რადგან არ იციან, რომ ნინო ჭავჭავაძე მისი მეუღლეა, ერთად არიან დაკრძალულნი და იქედან დაიწყო საერთოდაც პანთეონი…

თამო კეშელავა, ალია

თეგები: ვალერი ხაბურძანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved