• რეკლამა
  • კონტაქტი
10:51, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ადვოკატი, მოსამართლე და ოკუპაცია – “სასწაულად შემრცხვა, მეტკინა, ეს არაა სამართალი” – გურამ კონტუაძე

ალია ავტორი - ალია
16:06 03-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

ადვოკატი, გურამ კონტუაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მე, მოსამართლე და ოკუპაცია

ნამდვილად არ დავწერდი მაგრამ არის რაღაც რაც მაინც უნდა დაიწეროს, რომ გავიგოთ “რა ბოროტება შეიძლება იყოს სახელმწიფო” როცა შემაკავებელი ბერკეტები ცოტაა… მოკლედ, სამუშაო სტაჟის დადასტურება შესაძლებელია რამდენიმე გზით, მაგალითად არქივიდან ინფორმაციის აღებით, შრომის წიგნაკით არსებობის და ა.შ. პრობლემა იწყება იქ სადაც თუ შენ ცხოვრობდი და მუშაობდი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაბამისად როცა მიმართავ შესაბამის სამინისტროს ან არქივს ის იძლევა პასუხს რომ არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია და შემდგომ გიწევს უკვე სასამართლო წესით მისი დადასტურება. მთხოვეს აფხაზეთიდან დევნილის შრომითი სტაჟის დადასტურება, შესაბამისად:

– არ მაქვს შრომის წიგნაკი, დანიშვნის შესახებ ბრძანება, მუშაობის შესახებ ცნობა დ ა.შ. ერთი მარტივი მიზეზის გამო, პირმა აფხაზეთი დატოვა მცირეწლოვან შვილებთან ერთად 1993 წლის 27 სექტემბერს, აი იმ ცნობილი უკრაინული გემით, ფიზიკური გადარჩენის დროს რა თქმა უნდა არავის ანაღვლებდა ეს დოკუმენტები, პრინციპში რატომ უნდა განაღვლებდეს როცა ფიზიკური გადარჩენა გიწევს როცა სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას, აქედან გამომდინარე სამინისტროს და არქივის შემდგომ მივმართე სასამართლოს, აღნიშნული ავღწერე და მივუთითე რომ მოწმეებით შემეძლო ამის დადასტურება. 7 თვის დაგვიანებით დაინიშნა სასამართლო პროცესი, პროცესზე გამოცხადდა სამინისტრო მე (მოწმეები გარეთ მყავს) გამოვიდა მოსამართლე და დაიწყო პროცესი:

– სასამართლოს წინაშე ვშუამდგომლობ რომ დაიკითხოს მოწმეები ამის დასტურად;

– სამინისტრო დამეთანხმა დავკითხოთო;

– მოსამართლე უარი განაცხადა მოწმის დაკითხვაზე რადგანაც “შრომით ურთიერთობის არსებობას მოწმე ვერ დაადასტურებსო” აი აქ მივხვდი, რაცხა უბედურება დაიწყო ჩემს თავს, მაგრამ…

გადავედით შემდეგ ეტაპზე, მოსამართლე სამინისტროს:

– არქივი არ მოგეპოვებათ სტაჟის შესახებ პატივისცემულო “პირობითად” ნანავ?

სამინისტროს წარმომადგენელმა ჯერ მე შემომხედა მერე მოსამართლეს ეუბნება:

– ბატონო მოსამართლევ არქივი დევნილ მთავრობას როგორ ექნება ან რომ გვქონდეს ხომ დავადასტურებდით?

აქ მე ვერთვები და ვუხსნი, რომ სეპარებმა პირველად ყველა არქივი გაანადგურეს, დაწვეს ქართული სახლები და ა.შ. მოსამართლე მისმენს და მეკითხება:

– ბატონო გურამ შრომის წიგნაკი არ გაქვთ?

– არ მაქვს რადგანაც და ვხსნი…

– ბატონო გურამ დანიშვნის ბრძანება არ გაქვთ?

– არ მაქვს რადგანაც და ვხსნი…

– ბატონო გურამ შვებულების ბრძანება არ გაქვთ იმ პერიოდის?

– არ მაქვს რადგანაც და ვხსნი…

აი მერე რომ შემეკითხა ასლებო მაინც არ გაქვს ამ დოკუმენტებისო უკვე მეთქი სადვარ…

– რომ მქონდეს თქვენო ღირსებავ სასამართლოში მოსვლამდე სამინისტროს წარვუდგენდი და სამინისტრო დამიდასტურებდა მეთქი, ამაზე სამინისტრომ, მიუთითა, რომ:

– უმეტესობას არ აქვს ესეთი საბუთები და რომ ჰქონოდა დავეხმარებოდით…

ამ დროს მართლა ვფიქრობდი მეთქი ალბათ ან არ ვერ წარმოუდგენია მოსამართლეს რა არის ომი, მაგრამ აი შემდეგი შეკითხვა იყო…

– ბატონო გურამ რატომ არ გაქვთ ამ დოკუმენტებიდან არც ერთი?

ჩემთვის ვფიქრობ ეხლა ვუთხრა არ ვუთხრა, კაცოუ ომი იყო ომი, ოოოომმმიიიი, ბიჯოს, რა ჯანდაბა ხდება, რომ მქონდეს ხომ წარმოვადგენდი და ჩავთვალე, რომ უნდა ამეხსნა:

– რა მოხდა 1993 წელს, ეს ოჯახი სად ცხოვრობდა, რატომ მოუწია დატოვება და რატომ ვერ წამოიღო საბუთები, სად იყო ტურბაზა, არქივი და ა.შ… ამაზე მოსამართლემ მომისმინა და საპაექრო თქვი და დავიშალეთო ( საპაექრო ბოლო სტადიაა პროცესის)…

კი მართლა ყოველგვარი ირონიიის გარეშე მე კერძო პირს რომელსაც დაერღვა ყველა უფლება აფხაზეთში, დაწყებული საკუთრების უფლებიდან ეხლანდელი გადაადგილებით დამთავრებული, მოსამართლე მე მთხოვს სახელმწიფოს მაგივრად ვადასტურო რომ ვმუშაობდი და კიდევ უფრო იმას მთხოვს:

ომის დროს ჯერ დოკუმენტები აგეღო და მერე გადაგერჩინა თავიო, ნუ აქ უკვე სამართალზეც აღარაა საუბარი აქ საუბარია უკვე ოკუპაციაზე, საუბარია მტკიცებულებებს მთხოვ თან მოწმეებს არ დავკითხავო…

საპაექრო სიტყვაც ვთქვი მეც და “ნანამ” ჰოდა მოსამართლემ ადგილზე გამოაცხადა გადაწყვეტილება:

– მესმის ყველაფერი მაგრამ რახან მტკიცებულებები არ გაქვს ვერ დაგიკმაყოფილებთ სარჩელსო ჩემო გურამიკოო…

ცალკე მე ვისმენდი გაოგნებული ცალკე “ნანა” ისმენდა გაოგნებით…

გუშინ გადაწყვეტილებაც ჩამბარდა, კი ისევ ის წერია: შრომის წიგნაკი ბრძანება და ა.შ. თუ არ გაქვსო მე არ ვაპირებ ამაზე ვისმჯელოო, ხოლო თუ ასეთი დავები მოწმეებით დადასტურებდაო მაშინ ყველა მოინდომებს შრომითი სტაჟის დადასტურებაზე, სამინისტროს პოზიციაც კი არაა აღწერილი გადაწყვეტილებაში, ეხლა ვზივარ და ვფიქრობ:

– თუ დევნილი ხართ გახსოვდეთ სანამ ოკუპანტი მოვა მანამდე თავის გადარჩენაზე კი არა დოკუმენტების წამოღებაზე იფიქრეთ რა იცით რა ხდება…

პ.ს. არც მოსამართლის კრიტიკა მაინტერესებს არც სასამართლო სისტემის უბრალოდ წარმოუდგენელია ოკუპანტის გამო მე დევნილს ეს გამიკეთოს სახელმწიფომ, ანუ მოწმეები არ დამაკითხინოს მაგრამ შრომის წიგნაკი მომთხოვოს, კი პროცესი მხოლოდ სასამართლოში უნდა იყოს მაგრამ შეუძლებელია ასეთი მიდგომით წინსვლა, დევნილის კიდევ უფრო დაჩაგვრა, 45 ლარით აშენებული დეოკუპაცია არ გაიშვას… მართლა შემრცხვა, ძალიან შემრცხვა იმ პირის, სასწაულად შემრცხვა, უბრალოდ მეტკინა, არავითარი თანაგრძნობა, არავითარი 4 ტალღა თუ ცუნამი, მართლა გაოგნებული ვარ, ერთი კვირაა ვფიქრობ ეს არაა სამართალი, სრულებით არ მაინტერესებს კანონი, უბრალოდ სიგიჟეში ვცხოვრობ ვითომ და თავს ვაჯერებ იბრძოლეთქო, ვერ აგიხსნით რას ნიშნავს დევნილობა თუ არ გამოგიცდიათ, ვერ აგიხსნით რა არის დევნილთა გეტო, უიმედობა, ჰუმანიტარული დახმარებით გადარჩენა, ერთი დედააფეთქებული “ქილით” ჩაის დალევა და სახელმწიფოს მხრიდან სრული იგნორი და იმის თქმა: დოკუმენტები რატომ არ წამოიღეთ გურამ?

პ.ს.ს. კი ვასაჩივრებ რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას იმედია ავალ უზენაესამდე, იმედია მაინც დავამტკიცებ, იმედია მაინც მივიტან ვინმესთან მაინც სიმართლეს, მაგრამ ეეეჰ…

ჩემო სანატრელო და ჩემო თვალნათელო,

ჩემო მიმინოვ და ჩემო საქართველოვ…

ეეეჰ”

თეგები: გურამ კონტუაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved