• რეკლამა
  • კონტაქტი
12:11, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ადვოკატი – დიტო ჩუბინიძეს ბრალი წაუყენეს – ის კატეგორიულად უარყოფს, რომ რამეში დამნაშავეა

ალია ავტორი - ალია
11:07 10-23-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნონა ფილაურმა  “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

ჟურნალისტს ბრალდება ოფიციალურად გუშინ, დროებითი მოთავსების იზოლატორში წაუყენეს.

„ღალატისა და საბოტაჟის მუხლით წაუყენეს ბრალი, რა თქმა უნდა, ბრალს არ ვეთანხმებით, დიტო ჩუბინიძე კატეგორიულად უარყოფს, რომ ის რამეში დამნაშავეა, ის მოქმედებდა, როგორც ჟურნალისტი და იღებდა ინფორმაციას, რასაც აშუქებდა. მისი პოზიცია ასეთია, ის მზად არის ბრძოლისათვის“, – აცხადებს ფილაური.

კითხვაზე, თუ რას უკავშირებს დიტო ჩუბინიძე დაკავებას, ან ხომ არ უკავშირებს ის აღნიშნულს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილში მის ხსენებას, ადვოკატი უარყოფით პასუხს სცემს.

„ეს კითხვა მეც გამიჩნდა და დავუსვი, ის იცნობს ირაკლი ღარიბაშვილის გამოქვეყნებულ მასალებს. ვკითხე, ხომ არ იცნობს მას პირადად, ხომ არ ჰქონია მასთან კომუნიკაცია, რაზეც მიპასუხა, რომ საერთოდ არ ვიცნობ, როგორც ყოფილ პოლიტიკოსს, ისე ვიცნობ, სატელეფონო კომუნიკაციაც კი არასდროს მქონია მასთანო. ცოტა გაკვირვებულია, სხვათა შორის, მან უფრო ვერ დააკავშირა ეს დაკავება მასთან, საზოგადოებას გაუჩნდა ეს კითხვა, მათ შორის, მეც და ლოგიკური იყო, ეს კითხვა დამესვა“, – განაცხადა ფილაურმა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved