• რეკლამა
  • კონტაქტი
16:24, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადვოკატებო, გთხოვთ, დააწესეთ მორიგეობა ციხეში – პატიმრები არ დატოვოთ არც ერთი წუთი მარტო”– ელენე ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
13:48 10-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ელენე ხოშტარია
Facebook-ზე გაზიარება
98

პატიმრობში მყოფი ელენე ხოშტარია პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო სექსუალურ ძალადობას რუსთავის ქალთა ციხიდან ეხმაურება.

ამ ციხის ამბებზე ძალიან მინდა, რომ მივმართო საზოგადოებას და გითხრათ… მე ძალიან კარგად მესმის, მით უმეტეს გვერდზე არიან აქ ბიჭები და ძალიან კარგად მესმის, თუ რა სიმძიმის საკითხია, როგორი საგანგებო საკითხია, და ვერ მოვისვენებ, თუ არ გაგიზიარებთ ჩემს პოზიციას.
პირველი, რა თქმა უნდა, სოლიდარობა ყველა მსხვერპლს ამ კრიმინალური სისტემის, ყველა ადამიანს, რომელიც ეხლა, ამ წუთებშიც საფრთხეში არის, და მინდა გითხრათ, რომ ოთხი რამ არის გასაკეთებელი, რაც ამ სიტუაციას ეხლა, მოკლე ვადაში გამოასწორებს.
პირველი, ეს არის მიმართვა საზოგადოებაზე და მინდა, რომ კარგად გაიაზროთ, კარგად აღიქვათ, რომ ეს ადამიანები დღეს, ეს პატიმრები მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში არ არიან უბრალოდ პატიმრები. ისინი არიან მძევლები კრიმინალების ხელში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ გაგეგოთ, რომ …. ქვეყანაში კრიმინალები და მოიტაცეს ადამიანები, და რასაც უნდათ იმას უზამენ, სანამ არ ვუშველით, აი ამ მდგომარეობაში არიან. ნებისმიერი წუთი, როდესაც ისინი მარტო არიან ამ ჯალათ დირექტორთან და ამ ჯალათ ოფიცრებთან…. იძალადეს, ისინი არიან საფრთხის ქვეშ. ამიტომ საზოგადოებას მინდა ვუთხრა ერთი კონკრეტული რამე: რაც მათ დაიცავთ, ეს არის თქვენი ხმაური, თქვენი აქტიურობა, თქვენი მოქმედება. ნებისმიერი პოსტი, რომელსაც დაწერთ, ნებისმიერი უკმაყოფილო სიტყვა, რომელსაც დაწერთ, ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელსაც დაწერთ, ეხმარება ამ ბიჭებს. და მე დარწმუნებული ვარ, ოჯახი…. იმ მომენტამდე, როდესაც იქნება გამოცხადებული აქცია, და გარწმუნებთ, გარანტიას გაძლევთ, თუ გაივსება ქუჩა, ეს ბიჭები იქნებიან დაცულები. თუ გაივსება ქუჩა, და ბევრი ადამიანი გამოვა, ვერ გაბედავენ ეს მხდალი ჯალათები ამ რაღაცეების გაკეთებას.

მეორე (ეს იყო პირველი, მიმართვა საზოგადოებაზე). მეორე: მივმართავ ბადრაგებს, ოფიცრებს, რომლებიც მუშაობენ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. მე ვიცნობ, პირადად ვიცნობ ბევრ კეთილსინდისიერ, ძალიან პროფესიონალ, გულიან, ადამიანურ ოფიცრებს. მოგმართავთ თქვენ, გთხოვთ. მე ვიცი, რომ ეს თქვენთვის მიუღებელია. მე ვიცი, რომ ეს თქვენ გცხებთ ჩირქს სრულიად დაუმსახურებლად. ამიტომ გთხოვთ, თქვენც ამოიღეთ ხმა. დირექტორებო, თანამშრომლებო პენიტენციური სისტემის, ამოიღეთ ხმა. ნუ იქნება ეს საჯაროდ, თუ ამის გეშინიათ. ერთმანეთში შეთანხმდით, ამოიღეთ შიგნით, სისტემაში ხმა და მოითხოვეთ ამ ჯალათების გაგდება ამ სისტემიდან.

მესამე: ლევან იოსელიანი, წოდებული რაღაც სახალხო დამცველად თუ რაღაცად – სახალხო დამცველი კი არა, იქით დასაცავია, ლევან იოსელიანი დღეს, რაც არ უნდა სტატუსი ჰქონდეს ფორმალური, არის ერთადერთი ინსტიტუტი და ადამიანი, რომელსაც შეუძლია მუდმივად ციხეში შესვლა. ადგეს (დააძალეთ), კეთილი ინებოს, დააწესოს მორიგეობა და არც ერთი წუთით ეს ბიჭები არ დატოვოს მარტო არც ერთი წუთით. იმიტომ რომ ყოველი წუთი როდესაც ისინი დატოვებულები არიან მარტო, ისინი არიან პროვოკაციების და ძალადობის საფრთხის ქვეშ. მათ აქვთ განცდა, გარედან…. დასაბუთებული, რომ მათ რაღაცა მოუვათ. და აუცილებლად მოუვათ, თუ მოვადუნებთ ყურადღებას. ამიტომ ადგეს ეს იოსელიანი, რა უნდა ოფისში, როდესაც ადამიანები ასეთი საფრთხის ქვეშ არიან. ყველა მათი თანამშრომელი გაბრძანდეს, წაბრძანდეს, შებრძანდეს და აბსოლუტურად ყველა პატიმარმა დაინახოს მათი მხარდაჭერა.

და მეოთხე: დიდი მადლობა ადვოკატებს, რომლებიც ძალიან აქტიურობენ, შედიან, მე მინდა ვთხოვო დანარჩენ ადვოკატებსაც, რომ მეტია საჭირო. დავაწესოთ მორიგეობა ციხეში, დღის განმავლობაში, ექვს საათამდე მაინც თქვენ შეძლებთ, რომ იქ იყოთ, ესაუბროთ ამ პატიმრებს და ბადრაგებმაც, ამ მოძალადე ჯალათებმა დაინახონ, რომ ესენი მარტო არ არიან. გააკეთეთ ეს, დააწესეთ მორიგეობა და არ დატოვოთ არც ერთი წუთი მარტო. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, პატიმრები არიან დღეს მძევლები და მათ თავის დაცვა, თუ ჩვენ ეს ოთხი პუნქტი არ გავაკეთეთ, არ შეუძლიათ თავად.
მადლობა გიორგი დავითაძეს, ძალიან დიდი მადლობა ასე სხვა პატიმრებზე და საზოგადოებაზე ზრუნვისთვის”.- წერს ელენე ხოშტარია. 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

14:00 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved