• რეკლამა
  • კონტაქტი
09:01, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადუღებულია არაბული სამყარო… ამერიკა ვერ მედიატორობს საუბედუროდ…” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
18:07 10-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
910
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
ადუღებულია არაბული სამყარო. ასეულათასიანი მიტინგები ყველგან. განუსაზღვრელი მასშტაბის მძვინვარება და სიძულვილი; ეს საშინელი ენერგია რომ ტერაქტებში ტრანსფორმირდება მალე, ყველას ესმის ალბათ. და ეს მანამ, სანამ სახმელეთო ოპერაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა ღაზაში.
ცეცხლზე ნავთი დაასხა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, როდესაც განაცხადა, რომ ისრაელში ჩავიდა როგორც ებრაელი. თუ ემოციებმა სძლია, ადამიანურად გასაგებია, მაგრამ როგორც დიპლომატი, მისი კარიერა დასრულებულია. ასეთ მომენტში სიტუაციას სჭირდებოდა უაღრესად გაწონასწორებული ობიექტური მედიატორი და არა წინასწარგანწყობით აჟიტირებული ადამიანი.
ისრაელი ისევ სრულიად მუსლიმურ სამყაროს უპირისპირდება. ჯერ დავწერე რომ მხოლოდ არაბულს, მაგრამ ასე არ არის.
როდესაც ოსმალებმა შუა ევროპაში საკუთარი სახელმწიფო დაარსეს სისხლითა და მახვილით, ქრისტიანული სამყარო შეეგუა წაგებას და აღარ უცდია შურისძიება. ამბავი დასრულდა. არაბული სამყარო არ ეგუება ისრაელთან მარცხს და იბრძვის ყველა ხერხით. მხოლოდ გონიერები ხვდებიან, რომ ამ ბრძოლის მოგება შეუძლებელია, რადგან მაშინ ან ერთი ერი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა, ან მეორე.
-უფრო გონიერი უფრო დამთმობია – ასე ღაღადებს ძველი აქსიომა. სიმართლეა?
ღაზას ამჟამინდელი დილემა საზარელი, უპასუხო დილემაა. ამერიკა ვერ შეეკამათება ისრაელს, რადგან თავის დროზე ამერიკამ ორი ატომური ბომბი დაუშვა იაპონური ქალაქების თავზე საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის დასაზოგად და ომის სწრაფად დასასრულებლად. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ არ გაჰყვნენ სამურაების შთამომავალნი შურისძიებას. შეეშინდათ? ვერ დავიჯერებ. მინდა მჯეროდეს, რომ პერლ ჰარბორის მუხანათობა ჩათვალეს საკუთარ დანაშაულად და ამიტომ ჰიროშიმა-ნაგასაკი უდრტვინველად მიიღეს სასჯელად. ამის მერე კი შეძლეს სუფთა ფურცლიდან ახალი ცხოვრების დაწყება. სისხლმა ჩარეცხა ბოღმა.
გაჰყვება არაბული სამყარო იგივე ფილოსოფიას? ვეჭვობ. შეიძლება რომ გონიერებაში შეეჯიბროს ერთმანეთს ორი უძველესი ერი და ორივე გადარჩეს?
მაინც ერთერთს უფრო დიდი გონიერების გამოჩენა მოუწევს, რადგან ორივე ვერ მოიგებს.
ძალიან გონიერი მედიატორი სჭირდება ამ პროცესს და ამერიკა ვერ მედიატორობს საუბედუროდ…
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved