• რეკლამა
  • კონტაქტი
04:57, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადრეც გაბრაზებული ვიყავი გვარამიაზე, ც ჰეპატიტის პროგრამას ჩაფლავება რომ უწოდა…”

ალია ავტორი - ალია
15:19 03-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისა განაცხადა. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში დღეს კიდევ 14 ანალიზია შესული და პასუხი დღის განმავლობაში იქნება.

ამირან გამყრელიძემ ექიმებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი არ იყვნენ ღირსი იმ შემოტევების, რაც ზოგიერთმა ტელეკომპანიამ და ჟურნალისტმა იკადრა. 

„გიმალავღთ რამეს? არ გხვდებით? ვიყავით იმის ღირსი, რაც ჟღერდება ზოგიერთი ტელევიზიით. ძალიან ცუდია, რაც გუშინ ღამე ნიკა გვარამიამ პირადად ჩემს მიმართ იკადრა, მე ძალიან ტოლერანტული ვარ, მაგრამ ცუდია, როდესაც დაუმსახურებლად გესვრიან ტალახს. მადლობა იმ ექიმებს, რომლებიც იქ ისხდნენ და არცერთი არ აყვა პოლიტიკურ აჟიოტაჟს. მე მანამდე ნიკას დავთანხმდი, რომ მივიდოდი და ვისაუბრებდი, ოღონდ პირობით, რომ ამ შოუს არ ექნებოდა პოლიტიკური სარჩული. თუმცა უნდოდათ პოლიტიკურ დისკუსიაში ჩართვა. მე ადრეც ნაწყენი ვიყავი მათზე, როდესაც ჩავარდნა და ჩაფლავება უწოდეს ჩვენს ყველაზე წარმატებულ პროგრამას- ც ჰეპატიტის პროგრამას, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათია. ასევე მეწყინა, როდესაც ლუგარის ლაბორატორიას გადაუარეს. მოვა დრო და ვიტყვი, როგორ გაიხსნა ეს ცენტრი, ვინ იდგა მის უკან,  და რატომ ვერ ახერხებდა მუშაობას 2013 წლამდე“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმია, გახანგრძლივებულია არდადეგები, მიმდინარეობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ჰიგიენური დამუშავება.

„ჩვენი რეკომენდაციები იგივეა: თავი ავარიდოთ საერთოდ მოგზაურობას, განსაკუთრებით მაღალ დასენიანებულ ქვეყნებში. ესენია: იტალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ირანი. სასურველია მოსახლეობამ შეზღუდოს საერთაშორისო მოგზაურობები. მსოფლიოში ეპიდსიტუაცია უფრო იძაბება, გარდა ჩინეთისა, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს, თუმცა პანიკას არ უნდა მივეცეთ. ჯერჯერობით არ გვაქვს ქვეყანაში შიდა გავრცელების ფაქტები, ამიტომ უფრო მეტად არის გაძლიერებული მონიტორინგი საზღვრებზე. დღეს ძირითადად მომატებული რისკია იტალიიდან შემომსვლელების მხრიდან. მათ დაბრუნებაზე სახელმწიფო რა თქმა უნდა, უარს ვერ იტყვის, მაგრამ მოვუწოდებ მათ, საზღვრზე დააფიქსირონ ის მდგომარეობა, რაც აქვთ და ნუ იქნება მანიპულირება სიცხის დამწევებით. ეს იქნება პირველ რიგში მათი და მათი ოჯახების უსაფრთხოება“,-განაცხადა მან.  

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved