• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადრე ვინდობდი და არაფერს ვამბობდი! რა ერთობა, რის ერთობა და სად არიან მაინტერესებს?! რაღაც მომენტში თავი მძულს-ხოლმე!!! – ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
17:30 04-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,825

გამოცემა “მეტრონომთან” თაკო ჩარკვიანი ამბობს:

“მუდმივად ამას ვაცხადებს [სად არის ოპოზიცია]. მე არ მესმის რას აკეთებენ. მე მგონი, მკვდარია ოპოზიცია, ან არ არსებობენ. მგონი მესმის და ძალიან არ მომწონს და მერე ეწყინებათ რასაც ვიტყვი – აბა, გარიგება და მორიგება და მაიმუნობა სხვა რა არის? ბრძოლის რა სტრატეგიაა ეს? მე 10 ნოემბერს, როდესაც მიტინგი დავგეგმე, ძალიან ცოტა ხალხი იყო. გარკვეული ადამიანები ურეკავდნენ ხალხს, რომ ეს მიტინგი არ არის ჩვენი და ჩვენია 14 ნოემბრის მიტინგი. მაშინ გაკვირვებული ვიყავი. შეიძლება, ოჯახი პოლიტიკასთან ახლოს იყო, მაგრამ სამი წელია მე რაც პარტია მაქვს და ჩემთვის უცხოა მერკანტილური ბრძოლა. მაშინ იყო ჩემთვის პირველი შოკი და დავფიქრდი, რომ ეს რაღაც სხვა რამეა და სხვა თემასთან გვაქვს საქმე. ატყდა მაშინ ერთი ამბავი – რატომ ვერ გამოიყვანე ხალხი. მე გულღია ადამიანი ვარ – შემიძლია, მოვიტანო სცენა, მიკროფონი და მოგიწოდო. ორი ავტობუსი მაშინ გააჩერეს, ერთი დიდი ავტობუსი და ერთი სამარშრუტო ტაქსი. მაშინ მირეკავდნენ, რომ არა – 14-ში. კი ბატონო, ვიფიქრე, რომ რაღაც შავდება, რომ 10-შიც იყოს, 14-შიც და 18-შიც.

14-ში მოიყვანეს ხალხი და არ დატოვეს იქ. შენ თუ ბრძოლა გინდა, სად უშვებ 15 000-25 000 ადამიანს? როგორ პასუხობ იქიდან – ნაცებზე უფრო მაგარი ნაცი ნუ იქნები და ვინ გითხრა რომ ნაცი ვარ? მე, უბრალოდ, არ მომწონს, რომ ინსტიტუციების ამშენებლებს ასამართლებენ ის ადამიანები, რომელთაც მე იმ წლებში ვაპროტესტებდი. ამიტომ ვამბობ, რომ გავაკეთოთ ეს ოხერი რეფორმები და ყველას ქეისი დაიდოს. შენ თუ ქონების წარმომავლობას ვერ აჩვენებ და პროკურორი ხარ, როგორ ბედავ და ასამართლებ მესამე პრეზიდენტს?! ჩემი დაწყებული იყო და პირველმა გავაკეთე განცხადება ბოიკოტზე. ოპოზიციის ნაწილი კი შევარდა დროზე ადრე პარლამენტში. ივანიშვილის წისქვილზე დაასხეს წყალი. ყველაზე ბოლოს შევედით მე და “ნაციონალური მოძრაობა”. ივანიშვილს ყველაზე დიდი დისკომფორტი ქონდა, როცა არავინ ვიყავით. როდესაც შევიდნენ პარლამენტში, ივანიშვილმა დასავლეთს უთხრა, რომ ბოიკოტი არ მაქვსო. ამიტომ გადაწყდა, რომ გამარგინალება არ მომხდარიყო და მივიღეთ შესვლის გადაწყვეტილება. ადრე ვინდობდი და არაფერს ვამბობდი.

რა ერთობა, რის ერთობა და სად არიან მაინტერესებს. პასუხი ხომ უნდა მოვთხოვოთ პრემიერს გამოვიდეს და გვითხრას უკრაინა ამხელა ბრალდებას რომ უყენებს კონტრაბანდაზე. არ უნდა ვკითხოთ რა შავ ხვრელებზეა საუბარი? მე, პირადად, იმ ტრიბუნაზე ვყეფ, რაღაც მომენტში თავი მძულს-ხოლმე. თეა წულუკიანთან დარბაზში მარტო ვიჯექი. ობიექტურობსითვის უნდა ითქვას, რომ არმაზ ახვლედიანი და გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ წულუკიანს. სად ვართ აღარ ვჩანვართ. ომი გინდაო? რომელ იდიოტს შეიძლება, ომი მოუნდეს, მაგრამ ჯაბანი იყო და თეიმურაზ ხევისთავით გაუწვე და ვერ მოახერხო გამოიყენო ეს პერიოდი… ნორმალური ხელისუფლება ამ პერიოდში გამოიოყენებდა და გაააცოცხლებდა რა გააკეთეს აფხაზეთში, სამაჩაბლოში…”

თეგები: თაკო ჩარკვიანირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved