• რეკლამა
  • კონტაქტი
14:02, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადგილობრივი არჩევნების საკითხმა კიდევ უფრო გახლიჩა ოპოზიცია, რაც “ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს” – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
13:54 07-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128
ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
გუშინ “ქართული ოცნების” მომსახურე საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის, “გორბის” მორიგი კვლევა გამოქვეყნდა.
არჩევნებთან დაკავშირებული სოციოლოგიური გამოკითხვები მეტნაკლებად მანიპულირებულია. სამწუხაროდ, ეს ეხება ოპოზიციის დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხვებსაც. ხელისუფლების მიერ ჩატარებული კვლევები კი სრულიად არასანდოა და იგი იმ მომენტში არსებულ ამოცანებზეა მორგებული.
რა შეგვიძლია დავადგინოთ “გორბის” მიერ ჩატარებული გამოკითხვებიდან? ის, თუ რომელი ოპოზიციური პარტიის მიმართ გამოკითხვის მომენტში რა გეგმები ამოძრავებს და რატომ. ამ კუთხით, გამოკითხვის შედეგები თავად ოპოზიციას აძლევს დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას.
მოდით, შევადაროთ ერთმანეთს “გორბის” მიერ გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევისა და რვა თვის შემდეგ, 2025 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის შედეგები. პირველ შემთხვევაში მას გავლენა უნდა მოეხდინა საპარლამენტო არჩევნებზე, მეორე შემთხვევაში კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზემოქმედება იყო განსაზვრული.
კვლევის სამიზნე ოთხი მთავარი ოპოზიციური გაერთიანება იყო. ამიტომ, განვიხილოთ, თუ რა მიზნები ამოძრავებს “ოცნებას” მათ მიმართ და როგორ უნდა ასახულიყო ეს გამოკითხვის შედეგებში.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების შედეგები შემდეგი სახით გამოიყურება:
-ახლები-11 %,
-ნაციონალური მოძრაობა-10,1 %,
-ლელო-8,8 %,
-გახარია-7,8 %.
გაყალბების ფაქტორი ცოტა ხანს გვერდზე გადავდოთ, რადგან არჩევნები გაყალბდა ყველა პარტიისათვის ერთნაირად. ეს შედეგები მეტნაკლები ობიექტურობით გამოხატავს ამ პარტიებს შორის ძალთა თანაფარდობას.
ვნახოთ, რა შედეგები დაუწერა “გორბიმ” გასული წლის ოქტომბერში ამ პარტიებს და მივხვდებით, რა ამოცანა ჰქონდა “ოცნებას” დასახული მაშინ.
-ახლები-9 %,
-ნაციონალური მოძრაობა-15,5 %,
-ლელო-3,3 %,
-გახარია-2,8.
როგორც ვხედავათ, მთავარი სამიზნე გახარია და ლელო იყო, განსაკუთრებით გახარია, რომელიც თითქმის ასი პროცენტი იჯდა “ოცნების” ხმებზე. ამით უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ გახარია და ლელო ბარიერსაც კი ვერ გადალახავდნენ და აზრი არ ჰქონდა მათთვის ხმების მიცემას. არანაცი ამომრჩევლის თვალში ეს ხმები დაკარგულად უნდა ყოფილიყო აღქმული და ნაცების შიშით “ოცნების” ყულაბაში უნდა შემობრუნებულიყო.
რაც შეეხება “კოლექტიური ნაცების” შედეგებს, ჩათვალეს საჭიროდ, რომ არ დაებნიათ მათი ამომრჩეველი და უპირატესობა ნაციონალური მოძრაობისათვის მიენიჭებინათ, ვინაიდან საზოგადოების აღქმაში მაშინ მართლაც ასე იყო და სხვა კვლევებიც მცირე უპირატესობას მის სასარგებლოდ აჩვენებდა. “ოცნებას” დიდად არ ადარდებდა ნაცების ამ ორ ბლოკს შორის როგორ გადანაწილდებოდა ხმები, მისი მიზანი იყო, რომ საერთო ჯამი გამოსულიყო მცირე. მართლაც, ოქტომრის თვის გამოკითხვით, მათ მნიშვნელოვნად ნაკლები შედეგი დაუწერეს, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ ორ ბლოკში შემავალ პარტიებს ჰქონდათ ერთად აღებული.
ახლა ვნახოთ გუშინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები და გავარკვიოთ, თუ რა მიზანს ემსახურება იგი.
-ახლები- 9,5 %,
-ნაციონალური მოძრაობა-7,5 %,
-ლელო-10,7 %
-გახარია-10 %.
როგორც ვხედავთ, ლელო და გახარია დაუახლოვეს მათ რეალურ რეიტინგს (არჩევნების შედეგების მიხედვით) და ცოტა წაუმატეს კიდეც. წინა კვლევასთან შედარებით მათი შედეგების სამჯერ მატება აშკარად აჩვენებს ამ პარტიებისადმი, როგორ პოტენციურად მათ ხმებზე მონადირეებისადმი განსაკუთრებული ყურადღების არსებობას. ამჟამად სხვა ფაქტორმა წამოიწია წინ-ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის საკითხმა. ლელო-გახარიას “დაწინაურების” მიზეზი არის ერთის მხრივ ის, რომ ზეწოლის შედეგად ამ პარტიებმა არ გადათქვან არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება, მეორეს მხრივ, ამომრჩევლის თვალში გამოაჩინონ ბოიკოტის კონტრნაყოფიერება და არჩევნებში მონაწილე პარტიებისადმი ამომრჩევლის სიმპატიების ზრდა.
ყველაზე მეტად “დაჩაგრეს” ნაციონალური მოძრაობა. თუ წინა კვლევაში ძალიან წაუმატეს, ამ კვლევაში ძალიან დააკლეს, შედეგი ფაქტობრივად გაუნახევრეს, თუმცა ის, რაც ახლა დაუწერეს, უფრო ახლოსა არჩევნების შედეგებთან, ვიდრე ოქტომბრის კვლევის შედეგები იყო. მიუხედავად ამისა, რამდენიმე პროცენტი მაინც დააკლეს, რათა ეჩვენებინათ ბოიკოტის უპერსპექტივობა.
“ახლებისთვის” ორივე კვლევის შედეგები თითქმის იდენტურია და ახლოსაა არჩევნების შედეგებთან. ბალანსის შესანარჩუნებლად მათი მაჩვენებლები დიდად არ შეუცვლიათ, მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტის სიმცდარის დასადასტურებლად მათთვისაც შეეძლოთ ცოტა ჩამოეკლოთ. ამაზე არ იწვალეს. ნაციონალური მოძრაობა “დასაჯეს” ძალიან და იგი გამოიყვანეს ბოიკოტის ფლაგმანად. ეს ლიგიკურიცაა, რადგან ეს პარტია ხშირად ასოცირდება ბოიკოტთან.
რაც შეეხება თავად ოცნების რეიტინგს, 2024 წლის ოქტომბრის თვის გამოკითხვის შედეგი იყო 60,2 პროცენტი, არჩევნებზე დაიწერეს 53,9 პროცენტი, ხოლო გუშინდელ კვლევაში აჩვენეს 56,2 პროცენტი. აქაც ლოგიკურადაა ყველაფერი-ამდენი ამბების შემდეგ მათი რეიტინგი ხომ უნდა შემცირებულიყო, მაგრამ არა იმდენად, რომ სხვებზე “ოცნების” აშკარა უპირატესობა ეჭვქვეშ დამდგარიყო.
რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან ამ შედეგების ინტერპრეტაციას, აქაც ყველა საკუთარი არშინით ზომავს. ცუდი კი ის არის, რომ ერთი წუთითაც არ უშვებენ ხელიდან შანსს ურთიერთსალნძღავად და ურთიერთდასასუსტებლად.
ადგილობრივი არჩევნების საკითხმა კიდევ უფრო გახლიჩა ოპოზიცია, რაც “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. აღნიშნული კვლევა ამ დაპირისპირების გაღრმავებასაც ემსახურება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved