იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა:
“ადამიანი, თუნდაც, ჟურნალისტი რომელიც ამბობს, რომ მას სანდო წყაროზე დაყრდნობით, აქვს კონკრეტული ინფორმაციები და შემდგომ ის ამ ინფორმაციას გამოძიებას არ აწვდის – ეს სხვა არაფერია თუ არა ერთი ერთში, პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყოლა. „როდესაც ჟურნალისტი პოლიტიკურ დღის წესრიგს მიჰყვება, მას ჩემი და საზოგადოების თვალში ჟურნალისტი აღარ ჰქვია. ის არის პარტიის წევრი და არა ჟურნალისტი. ეს არის წინასაარჩევნო ტაქტიკა, რომ საზოგადოების უმძიმესი ტრაგედიით მანიპულაცია მოახდინონ, სცადონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რეალურად, ეს ადამიანები არიან გულგრილნი ყველა დატრიალებული ტრაგედიის მიმართ. როგორ შეიძლება ადამიანს აწუხებდეს ადამიანის ბედი, მით უფრო, როდესაც საუბარია ოჯახის ასეთ უმძიმეს ტრაგედიაზე და საქმე საქმეზე რომ მიდგება იგონებდე ვითომ ჟურნალისტური სტანდარტიდან გამომდინარე არ ასახელებ ინფორმაციას. სამწუხაროა, თუმცა, ეს რეალობა გვაქვს და საზოგადოება ძალიან სწორად განსჯის ამ ყველაფერს“
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით, რომ თამარ ბაჩალიაშვილს სამ მაღალჩინოსანზე ჰქონდა გარკვეული სახის ინფორმაცია!
აქვე გეტყვით იმასაც, რომ პროკურატურას და შსს-ს ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია და ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, მხოლოდ მაღალჩინოსნები ეხმაურებიან!
იურისტმა ოხანაშვილმა კი, წესით, ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, წყაროს კონფიცენციალურობა რას ნიშნავს – ძალიან უცნაურია, არასრულწლოვანი ბაჩალიაშვილის ფოტოების და სქრინების გამოტანას რომ არ აპროტესტებს და არც ბაჩალიაშვილის დისკრედიტაციისთვის გუშინ წყაროს დასახელების გარეშე გავრცელებული მასალა გაუხდია სადაოდ.
კომენტარები