• რეკლამა
  • კონტაქტი
19:31, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ადამიანი თუ ამბობს, რომ ალტერნატივა მხოლოდ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს, მაშინ მას არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს მხოლოდ ბირთვული“ – ლავროვი

ალია ავტორი - ალია
23:39 03-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

ადამიანი თუ ამბობს, რომ ალტერნატივა მხოლოდ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს, მაშინ მას არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს მხოლოდ ბირთვული, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყება ვებგვერდზე ავრცელებს.

კითხვაზე, „ხომ არ ვიმყოფებით მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე“, რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა ჰკითხონ.

„მან განაცხადა, რომ ასეთი სანქციების გზით რომ არ წავსულიყავით, ალტერნატივად მხოლოდ მესამე მსოფლიო ომი იქნებოდა. ასეთი კატეგორიებით აზროვნებს ჯო ბაიდენი და მაინც ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა იყოს იმასთან, რასაც შეერთებული შტატები აკეთებს მსოფლიო ასპარეზზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, 2021 წლის ივნისში, ჟენევაში პრეზიდენტმა ბაიდენმა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ დაადასტურეს განცხადება, „რომელიც გაკეთდა საბჭოთა კავშირისა და შეერთებული შტატების ლიდერების მიერ 1980-იან წლებში, რომ ბირთვულ ომში არ შეიძლება იყოს გამარჯვებული და ის არასოდეს უნდა გაჩაღდეს“. ლავროვის თქმით, 2022 წლის იანვარში გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივმა წევრმა ხელი მოაწერა ასეთივე კოლექტიურ მრავალმხრივ განცხადებას.

„თუ ადამიანი, როდესაც ეკითხებიან, შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყო რაიმე სხვა, ვიდრე სანქციების ეს ტალღაა, ამბობს, რომ ალტერნატივა მხოლოდ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს, მაშინ მას არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს მხოლოდ ბირთვული. ვივარაუდებ, რომ ძველი ინსტინქტები ჯერ კიდევ ცოცხალია ჩვენი დასავლელი პარტნიორების გონებაში, თუ ისინი უშვებენ ასეთ შესაძლებლობას, მიუხედავად უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრის საჯაროდ დადასტურებული პოზიციისა“, – განაცხადა ლავროვმა.

თეგები: სერგეი ლავროვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved