• რეკლამა
  • კონტაქტი
11:23, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადამიანებს, რომლებიც განკარგავენ მილიარდებს, 4 000 ლარი ხელფასი არ უნდა ჰქონდეთ” – მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
14:27 03-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
233

უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა:

“ვაპირებთ ათეულში აღმოვჩნდეთ, მსოფლიოს პირველ ათეულში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ახლა, ამ პირობებში, მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები და უნდა მივიღოთ თამამი გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით, ადამიანები, რომლებიც განკარგავენ მილიარდობით ლარს, 4 000 ლარი ხელფასი არ უნდა ჰქონდეთ. 

კოეფიციენტების მორგების უფლება მივეცით გუშინდელი ცვლილებით, ხელფასები კი არ გავუზარდეთ, კოეფიციენტები, რომლებიც მიღებულია წლების განმავლობაში და ხმა არ ამოგიღიათ ამაზე, არც შეგიმჩნევიათ, იმიტომ, რომ სწორი იყო იცოდით, გუშინ მოვარგეთ, საშუალება მივეცით ამ კოეფიციენტს მოერგოს, ეს არ არის გასამმაგება და გაოთხმაგება, სამწუხაროდ, ნეტავ სახელმწიფოს იმის საშუალება ჰქონდეს, რომ 4 000-დან 40 000 გახდეს თითოეული ადამიანის ხელფასი. 4 000 ათასი ლარი არაფრით შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ხელფასი, რომელიც მილიარდობით ლარს განაგებს, დიახ, ამ შემთხვევაში, მართლა შეიძლება რაღაც კორუფციის რისკები გაიზარდოს”.

ცნობისთვის,

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასის ზრდას ითვალისწინებს.კანონპროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

თანამდებობრივი სარგოს წესში ცვლილება შემდეგ თანამდებობის პირების ანაზღაურებას ეხება:

პრეზიდენტი;
პრემიერ-მინისტრი;
მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი, მათი პირველი მოადგილე და მოადგილეები;
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
მთავრობის თავმჯდომარე, მათი მოადგილეები.

კანონპროექტი 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved