• რეკლამა
  • კონტაქტი
08:43, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადამიანებს პირადად ვატყუებ 2017 წლიდან, აღარ შემიძლია ამის მოთმენა, დავიღალე…”

ალია ავტორი - ალია
01:16 11-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარე, გუშინდელი სკანდალური განცხადების შემდეგ, დუმილს “ღამის კურიერში” არღვევს. 

გრიგოლ ვაშაძემ არჩევნების შემდეგ შექმნილ კრიზისზე და გამოსავლის გზებზეც ისაუბრა. “ვაცადოთ მოლაპარაკებები”- ეს მისი უმთავრესი გზავნილია, რომელსაც მთლიანად ოპოზიციურ ფლანგს უგზავნის. 

“ყველა გადაცდენასა და დანაშაულს სახელი გვარი და მისამართი აქვს, მაგრამ პოლიტიკური მოვლენიდან პოლიტიკურ მოვლენამდე, ჩვენ ვადასტურებთ რომ უმწიფარი საზოგადოება ვართ, როდესაც გინდა დემოკრატიული სახელმწიფოების დახურულ კლუბში შესვლა, შესაძლოა, არჩევნები ყოველ ჯერზე გადაიქცეს კატეგორიულ კატასტროფად. ერთპარტიული პარლამენტი, ასე თუ ისე, პარალიზებული იქნება. 

ემუქრებათ თუ არა პოლიტიკური რუკიდან გაქრობა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ახლა პარლამენტში არ შევლენ, ხალხს საერთოდ არ ადარდებს, ზოგი თავისით წავა, კი, მაგრამ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ უკიდურეს გაღიზიანებას ვიწვევთ საზოგადოებაში. 

2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, რომელიც ჩემი აზრით, ყველაფერთან ერთად, მათ შორის იმასთან, რომ დანგრეული და გაპარტახებული ქვეყანა, საიდანაც მარტო ელექტრონული მისამართი იყო დარჩენილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გადააქცია ფუნქციონირებად სახელმწიფოდ, ყველაზე დიდი მიღწევა მაინც 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება იყო. საქართველოს მოქალაქე ხედავს რომ რევოლუციის ტალღის გარეშე ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია.

მე პირადად დავიღალე, რადგან მოქალაქეს ველაპარაკები და და მეუბნებიან, ხმას მოგცემთ, მაგრამ დაიცავთო? დავიღალე იმით, რომ ამ ადამიანებს პირადად მე ვატყუებ 2017 წლიდან, აღარ შემიძლია ამის მოთმენა, ამისთვის საჭიროა მარტო დარჩენა, ამას ხმამაღლა ვამბობ. 

ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს და არ მაქვს პრობლემა ყველას დავუპირისპირდე. თუ აღმოჩნდა რომ მე უმცირესობაში ვარ, მაშინ მოხდება ეს. არ მაქვს მარტო დარჩენის პრობლემა. მე მათ არ ვეთანხმები იმაში, რომ 32 წლის განმავლობაში, რაც ჩვენი აღდგენილი დამოუკიდებლობა არსებობს, ვერ ისწავლა პირობითად, საქართველოს ორმა მოქალაქემ ერთმანეთთან საუბარი,”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

წყარო – რუსთავი2

თეგები: 2020 არჩევნებიგრიგოლ ვაშაძეენმ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved