• რეკლამა
  • კონტაქტი
13:03, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადამიანები უწყინარი 5000 ლარით ჯარიმდებიან მხოლოდ” – ნინო წილოსანი

ალია ავტორი - ალია
18:54 04-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
594

ქართული ოცნების წარმომადგენელი ნინო წილოსანი აფასებს დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს სამართალდამცავის სისტემის მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს და იმედთან ამბობს:

„ალბათ ადამიანის უფლებების დარღვევაში იმას გულისხმობენ, რომ ცენტრალური გამზირების გადაკეტვისთვის, საბოტაჟის მოწყობისთვის ადამიანები უწყინარი 5000 ლარით რომ ჯარიმდებიან მხოლოდ…  ნუ ალბათ აი ესეთ ცინიკურ ფაქტთან გვაქვს საქმე, ხო ანუ რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფერზე, გადაყირავდა და თავდაყირა დადგა ფაქტიურად ყველა პრინციპი თუ ღირებულება რომელიც წესით დასავლეთს ამოძრავებდა”

ცნობისთვის, ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ამ სიაში შეყვანილ პირებს გაუყინავენ ფინანსურ და ეკონომიკურ აქტივებს, ასევე, მათ აეკრძალებათ ბრიტანეთში შესვლა.

დიდმა ბრიტანეთმა ამ სიაში შეიყვანა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კარლო კაციტაძე. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს, გდდ-ის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძეს, ასევე გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს.

სანქციების პაკეტში აღნიშნულია, რომ შალვა ბედოიძე პასუხისმგებელია ისეთ ქმედებაზე, რომელიც წარმოადგენს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას, კერძოდ, ეს უტოლდება სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასა თუ სასჯელისგან დაცვის უფლების დარღვევას. აქვე აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერების შესახებ გამოაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზედამხედველობას უწევდა საპოლიციო ძალების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.

მირზა კეზევაძეზე აღნიშნულია, რომ პროტესტების დროს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საპოლიციო დეპარტამენტის ძალებმა იძალადეს მოქალაქეებზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე, ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე, ხოლო კეზევაძე, როგორც გდდ-ის მოადგილე, პასუხისმგებელი იყო ამ პროცესის ზედამხედველობაზე.

რაც შეეხება კარლო კაციტაძეს, აღნიშნულია, რომ ის პასუხისმგებელი იყო წარემართა გამოძიებები ისეთ შემთხვევებზე, რაც უტოლდება ადამიანების სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, თუმცა მან განზრახ ან გაუფრთხილებლობით ვერ შეასრულა თავისი პასუხისმგებლობა.

გაბიტაშვილზე აღნიშნულია, რომ ის პასუხისმგებელი იყო გამოძიება წარემართა და შესაბამისი სამართლებრივი დევნა დაეწყო იმ სამართალდამცავების წინააღმდეგ, რომლებმაც მიმდინარე აქციების დროს იძალადეს მოქალაქეებზე, ოპოზიციონერებზე, აქტივისტებსა თუ ჟურნალისტებზე, თუმცა მან ეს პასუხისმგებლობა განზრახ ან გაუფრთხილებლობით ვერ შეასრულა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved