• რეკლამა
  • კონტაქტი
14:52, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ადამიანები ცოცხლად გაგუდვით მტანჯველ სიკვდილს არჩევენ ვაქცინის გამოყენებას. არადა, პარადოქსია – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
15:21 12-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

„1918 წლის „ესპანურ გრიპს“ ესპანელები ფრანგულს უწოდებდნენ; ბრაზილიელები გერმანულს, სენეგალელები – ბრაზილიურს, ხოლო პოლონელები კი „ბოლშევიკურს“. ბოსტონში კარგა ხანი სერიოზულად ეგონათ, რომ ინფექცია ნავსადგურში ჩუმად შემოპარულმა გერმანულმა გემმა გაავრცელა, „თვითმხილველიც“ კი ჰყავდათ, ვიღაც მოხუცი ქალი, რომელმაც „საკუთარი თვალით იხილა“ როგორ ჩამოწვა ტოქსიკური ღრუბელი ნავსადგურიდან ქალაქზე. ბრაზილიელებსაც ჰქონდათ ანალოგიური მითი; იქაც გერმანელები ფიგურირებდნენ, ოღონდ „ღრუბელი“ ბრაზილიურ ვერსიაში გერმანული წყალქვეშა ნავებიდან „გავრცელდა“ მთელ მსოფლიოში. გერმანია მაშინდელი მსოფლიოსათვის დაახლოებით იგივე როლს თამაშობდა, რასაც ჩინეთი დღეს, დესტრუქციულ-აგრესიულს. ასე დაბრალდა „ბაიერის“ ასპირინს გაზრდილი სიკვდილიანობა პანდემიის დროს. გერმანელი ფარმაკოლოგები წამლავენ მსოფლიოსო; არადა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მაშინდელი ექიმები ასპირინს ტოქსიკური დოზებით ნიშნავდნენ, დღეში 8-30 გრამს, რაც ზოგიერთ ადამიანში ჰიპერვენტილაციას და ფილტვების შეშუპებას იწვევდა. ცხადია, არაერთი ადამიანი შეეწირა გრიპის დროს ასპირინით გამოწვეულ ფილტვების დაზიანებას. ერთადერთი მითი, რომლის პარალელი ვერ ვიპოვე 1918 წლის პანდემიურ მითოლოგიაში, არის „კოვიდი არ არსებობს“. დანარჩენი მითები ძირითადათ აგებული იყო ე.წ. მტრის ხატზე. ვისაც ვინ სძულდა, იმას აბრალებდა პანდემიით გამოწვეულ ყველა პრობლემას. ასეა ახლაც. ქართულ საზოგადოებაში ისეთი მრავალფეროვანი სიძულვილი მძვინვარებს ამჟამად, რომ შესაფერის ასახვას ჰპოვებს პანდემიასთან დამოკიდებულებაშიც. ეს სიძულვილი იმდენად ყოვლისმომცველია, ელემენტარულ ლოგიკასაც აკარგვინებს ადამიანებს და სრულ დისოციაციას ქმნის რეალობასთან. ადამიანები ცოცხლად გაგუდვით მტანჯველ სიკვდილს არჩევენ ვაქცინის გამოყენებას. არადა, პარადოქსია. ისინი უფრო ენდობიან ქართული სამედიცინო სისტემის შესაძლებლობებს, ვიდრე მსოფლიო სამედიცინო ელიტის მიერ შექმნილ მძლავრ პრეპარატს, რომელმაც უკვე მილიონობით სიცოცხლე იხსნა. თუმცა ეს ფაქტი ალოგიკური ნამდვილად არ არის ქართული სოციუმისათვის, თუ მათ პოლიტიკურ პრეფერენციებთან გავატარებთ პარალელს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved