• რეკლამა
  • კონტაქტი
15:15, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ადამიანები, რომლებიც 6 თვის წინ აგრესიულ კამპანიას აწარმოებდნენ, რომ გაგვეხსნა ეკონომიკა, დღეს გამოდიან, რომ ჩავკეტოთ ეკონომიკა, ჩაკეტვაზე ადვილი რა არის?! უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და ყველამ უნდა ჩავიტაროთ აცრა – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:08 08-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
855

როგორ შევინარჩუნოთ ეს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი – მთელმა მსოფლიომ გამოსცადა, ნახეთ, რა ხდება აშშ-ში, ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, თუმცა, ინფიცირებულების რაოდენობა არის ასევე ძალიან მაღალი, დღეში აქვთ 100 ათასი შემთხვევა, მაგრამ აშშ-ის მთავრობაც, ევროპის ქვეყნების ლიდერებიც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და თქვეს, რომ ქვეყნები აღარ ჩაიკეტება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეიძლება, წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვები დაწესდეს, მაგრამ ქვეყნის და ეკონომიკის გაჩერების ფუფუნება არ გვაქვს.

„ამის გაკეთების უფლება არ აქვს აშშ-ს, ნომერ პირველ, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს, არ აქვს ამის ფუფუნება გერმანიას, ევროპის დედაქალაქებს, დიდ ბრიტანეთს და ა.შ ჩვენ, მით უმეტეს, ჯერ კიდევ ღარიბმა და ძალიან მცირე ეკონომიკის ქვეყანა, როგორ შეიძლება, განვიხილოთ მკაცრი ლოქდაუნები. ის ადამიანები, რომლებიც 6 თვის წინ აგრესიულ კამპანიას აწარმოებდნენ, რომ გაგვეხსნა ეკონომიკა, დღეს გამოდიან, რომ ჩავკეტოთ ეკონომიკა. ჩაკეტვაზე ადვილი რა არის?! ვერც ამაში გვაჯობებენ, გვაქვს ამის გამოცდილება. მაშინ მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი გადავკეტეთ. ღამე აეწყო ყველა გამშვები პუნქტი და პოლიციასთან და სუს-თან  ერთად, მთლიანად ჩვენ ვუწევდით პროცესს კოორდინაციას. ამაზე ადვილი რა არის?! რა უნდა რესტორნების და სასტუმროების დაკეტვას, ან სხვა საწარმოების, მაგრამ ეს არის გამოსავალი?! რა თქმა უნდა, არა, ეს არის მავნებლური, ჩვენი ხალხის საწინააღმდეგო იდეა და ე.წ შემოთავაზება. ამის ნაცვლად, ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული მიდგომა. ამას სჭირდება აქტიური ვაქცინაცია. ძალიან გამიხარდა, რომ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მქონდა, უმრავლესობა უკვე აცრილი იყო, განწყობაც არის აბსოლუტურად ჯანსაღი და ნორმალური. ბევრს, ჩვენს მოსახლეობას აქვს კიდევ გარკვეული სკეპტიციზმი, აცრასთან მიმართებაში. შეიძლება, ეს ინფორმაციის ნაკლებობაა, არაერთი ინფორმაცია ვრცელდება მოსახლეობაში „ფეისბუქის“ თუ სატელევიზიო საშუალებებით, მაგრამ ყველაფერი ტყუილია. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და იმ გამოცდილ, ძლიერ სახელმწიფოებს, რომლებიც ამას წარმატებით მართავენ და ყველამ უნდა ჩავიტაროთ აცრა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved