• რეკლამა
  • კონტაქტი
05:32, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აჩიკო მეფარიძე ლელა ჯუღელს არა მხოლოდ ფიზიკურად გაუსწორდა, არამედ სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა – პროკურორი

ალია ავტორი - ალია
16:17 12-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
770

მომღერალ აჩიკო მეფარიძის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. დღეს, სავარაუდოდ, მოსამართლე ლელა შკუბულიანი განაჩენს გამოიტანს და გადაწყვეტს, გაუშვებს თუ არა ციხეში ცნობილს ქართველ მომღერალს.

ძალადობაში ბრალდებული მომღერლის, აჩიკო მეფარიძის საქმის პროკურორის, თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით, მეფარიძე დაზარალებულ ქალს – ლელა ჯუღელს არა მხოლოდ ფიზიკურად გაუსწორდა, არამედ სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა.

„შუადღის საათებში, არჩილ მეფარიძემ დაზარალებულ ლელა ჯუღელზე ფიზიკურად იძალადა, სახის მარცხენა არეში მუშტი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. ამასთან, მეფარიძე ჯუღელს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ კი, უთხრა, რომ „ადგილზე ჩააკლავდა“, რაც დაზარალებულმა რეალურ საფრთხედ აღიქვა.

დაზარალებულის მხრიდან სწორი შეფასებაა, რომ არჩილ მეფარიძე დაზარალებულ ქალს თავს დაესხა, რომელიც ავტომანქანაში იჯდა. ეს მისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, მეფარიძემ მას თავდაცვის შესაძლებლობაც არ მისცა, მას მანქანიდან გადმოსვლის შესაძლებლობას არ აძლევდა, ხელით ეჭირა მანქანის მინა და დაზარალებულმა მისი აწევა ვერ შეძლო. მეფარიძემ ჯერ წიხლი მოიქნია, ავტომანქანას დაარტყა, უთხრა, რომ ჩააკლავდა, დაამახინჯებდა. მოქნეული წიხლი ჯუღელმა აიცილა, ის თვლის, თავი რომ არ გაეწია, შეიძლებოდა ის მოხვედროდა, ამის შემდეგ მეფარიძე მუშტების დარტყმას იწყებს, როგორც ის აღწერს, უზარმაზარი მუშტი მოხვდა ყვრიმალზე და ყურზე“,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved