ბრიტანული სატელეკომუნიკაციო კომპანია Truphone, რომელიც რუს ბიზნესმენს რომან აბრამოვიჩს და მის პარტნიორებს ეკუთვნით, ორ ევროპელ ბიზნესმენს 1 ფუნტად მიყიდეს. ამის შესახებ ბრიტანული Financial Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, კომპანიის ახალი მფლობელები გახდნენ გერმანელი ბიზნესმენი ჰაკან კოჩი, რომელიც მეორადი ავტომობილების ბიზნესითაა დაკავებული და მისი ბიზნეს პარტნიორი პიროს კუსიოსი, რომელსაც ადრე ჰქონდა შეხება ტელეკომუნიკაციებთან. როგორც ბრიტანული პრესა მანამდე წერდა, კოჩის მფლობელობაში გადავა აქტივების 90%, ხოლო კუსიოსს დარჩება 10%.
ბრიტანული პრესა ასევე წერდა, რომ Truphone-ს გაყიდვა გამოწვეულია ბრიტანეთისა და ევროკავშირის მხრიდან აბრამოვიჩზე დაწესებული სანქციებით.
სატელეკომუნიკაციო ჯგუფი Truphone გაყიდვა1 ფუნტად, ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე გადაწყდა. Truphone-ის მფლობელები აცხადებდნენ, რომ მზად არიან განახორციელონ 10 მილიონ ფუნტზე მეტი ინვესტიცია კომპანიაში და დაფარონ კომპანიის ვალები.
შეგახსენებთ, რომ Truphone 2006 წელს დაფუძნდა. 2013 წელს, აბრამოვიჩმა აქციების 23,3% 70 მილიონ დოლარად შეიძინა, დანარჩენი მისი პარტნიორების, ალექსანდ აბრამოვისა და ალექსანდ ფროლოვის ეკუთვნით.
კომენტარები