• რეკლამა
  • კონტაქტი
06:57, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აბაშა”, “მეგრელა”, “ბუბლიკა” და კიდევ 6 პირი, ქვეყნის აეროპორტის შესასვლელს აკონტროლებდა? – რა განცხადებას აქვეყნებს შსს?

ალია ავტორი - ალია
15:49 12-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

შსს-მ სპეცოპერაციების შედეგად 9 ადამიანი დააკავა. 

დაკავებულები არიან:

1992 წელს დაბადებული გ.ლ. (მეტსახელად „აბაშა“), 1993 წელს დაბადებული ბ.ჟ., 1984 წელს დაბადებული გ.გ., 1992 წელს დაბადებული გ.მ. (მეტსახელად „ბუბლიკა“), 1989 წელს დაბადებული დ.გ., 1990 წელს დაბადებული გ.კ., 1997 წელს დაბადებული გ.თ., 1962 წელს დაბადებული ნ. ჩ. (მეტსახელად „მეგრელა“) და 1991 წელს დაბადებული დ.ს.

მათ ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული სამყაროსთვის მიმართვა და ქურდული სამყაროსთვის მხარდაჭერა ედებათ. 

შსს-ის განცხადებით, დაკავებულები საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდის დავალებით და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის დამსახურებით, 2021 წლის მაისიდან ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე თვითდასაქმებული ტაქსის მძღოლებისგან “ქურდული საერთოს” შეგროვებას.

უწყების განცხადებით, ბრალდებულები უზრუნველყოფდნენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე კერძო ტაქსის მძღოლებს ე.წ ქურდულ საერთოში მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი შეეტანათ, სანაცვლოდ კი მათ აეროპორტის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას აძლევდნენ. 

იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებიც უარს ამბობდნენ თანხის ნახევრის გადახდაზე, დაშინების და მუქარის გზით უკრძალავდნენ აეროპორტის ტერიტორიაზე მუშაობას. 

ამ დანაშაულებრივი ქმედებებით ტაქსით მომსახურების საფასური ხელოვნურად იზრდებოდა. 

შს მინისტრის მოადგილის თქმით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები, რომლითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. 

დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შსს-ს არ უთქვამს, მაისიდან დღემდე, 8 თვის მანძილზე, როგორ არ მოხერხდა ამ ამბის გამოძიება და როგორ მოხდა, რომ მინიმუმ 8 თვის მანძილზე, ქვეყნის აეროპორტის შესასვლელს, ფაქტიურად სახელმწიფო კი არა, “ქურდული სამყარო” აკონტროლებდა. რას ნიშნავს და როგორ უკრძალავდა ტაქსის მძღოლებს აეროპორტის ტერიტორიაზე მუშაობას და აეროპორტის შესასვლელთან მისვლას “ქურდული სამყარო”? მით უფრო, რომ ადგილზე არის დაცვა, კამერები. სად იყო მთელი ეს დრო სახელმწიფო? – ამ თემაზე გომელაური უწყებას არ უსაუბრია.

თეგები: ვახტანგ გომელაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved