უფლებადამცველი, ბაია პატარაია:
“CNN travel სტატიას ვკითხულობდი, ტურისტებს იზიდავენ იმით, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილია; ასევე, UK თავის მოქალაქეებისთვის ადგენს “მწვანე” ქვეყნების სიას, სადაც კოვიდის დაბალი გავრცელებაა, (რაც ასევე პირდაპირ ბმაშია ვაქცინაციასთან).
ჩვენთან რა ხდება? საცოდავი 50 000 ადამიანი ძლივს ავცერით: ექიმების მცირე ნაწილი ღრეჯვა-მუდარით, აზრზე მოსული ხალხი ჩინურით და ერთმანეთის გადაჯეგვით.
დასკვნა:
აქ ევროპელი ტურისტი არ ჩამოვა.
სადმე წასვლა რომ მოგვინდეს დასასვენებლად ან სამუშაოდ, ჯერ ხომ
ფული არა გვაქვს – 1 ევროს 4 ლარი აღარ ჰყოფნის, მეორეც,
აცრა არ გვაქვს, (ან ისეთი გვაქვს, რასაც არ აღიარებენ),
და მესამე, ამ ქვეყნიდან არსად არ შეგვიშვებენ, რადგან ვერ ვაკონტროლებთ აქ კოვიდს.
მალე ადგილობრივ არჩევნებია, ერო ჩემო, და აბა შენ იცი, იქნებ აღარ შემოხაზო ჩაჭაობებული და ჩაკოვიდებული 41.”
კომენტარები