• რეკლამა
  • კონტაქტი
13:37, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აბა, მე მკითხონ თუ მომწონს მათთან ერთად დგომა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, როდესაც ქვეყანა ივანიშვილის ბოსტნად არის გადაქცეული – ნინო ბურჯანაძე

ალია ავტორი - ალია
19:23 12-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

პარტიების გაყოფა შეცდომაა – აბა, მე მკითხონ თუ მომწონს მათთან ერთად დგომა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, როდესაც ქვეყანა ივანიშვილის ბოსტნად არის გადაქცეული, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

„სანამ ამომრჩეველს ის მოეწონება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დგახარ თუ არა და არჩევნებზე მოვა, ხმას მოგცემს ან არა, შანსი უნდა იყოს იმისა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ოდესმე ჩატარდება. რა თავში იხლი ხმებს, თუ ის ხმები მაინც ისე დაიწერება, როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა? – ჯერ ის უნდა მოახერხო, რომ მთავარი ჭირი მოაშორო ქვეყანას და შემდეგ აუხსენი ამომრჩეველს, რას აკეთებ და როგორ აკეთებ. თუ კარგად აუხსნი, ამომრჩეველი ბრიყვი არ არის, მაგრამ უნდა აუხსნა, კი არ უნდა იპრანჭო, ვიღაცასთან მოგწონს დგომა და ვიღაცასთან არა. აბა, მე მკითხონ ერთი, თუ მომწონს ამათთან ერთად დგომა, ბევრთან. ვიღაცას ჩემთან ერთად დგომა არ მოსწონს, გასაგებია, მაგრამ ახლა არ არის ამისი დრო, როდესაც ქვეყანა, პრაქტიკულად, ივანიშვილის ბოსტნად არის გადაქცეული. რა დროს იმის არჩევაა, ვინ მოგწონს და ვინ არა?!

კატასტროფული შეცდომა იყო მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა და თუ დაანებებ ჩვენი მეგობრები თავს, ვინც ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს, იმის აღნიშვნას, რომ ისტორიული დოკუმენტი იყო, – ისტორიული სისულელე და სისუსტე იყო ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა, რაც მეტს ილაპარაკებენ, რა გადასარევი რამე ქნეს მიშელის დოკუმენტს ხელი, რომ მოაწერეს, მით უფრო მკვეთრი იქნება იმ ადამიანების განცხადებები, ვისაც არგუმენტები აქვს, რატომ იყო ეს ისტორიული შეცდომა. მიშელის დოკუმენტს მოჰყვა შეცდომები 43%-ზე დათანხმება, ასევე მიშელის დოკუმენტს მოჰყვა დანაშაულის ტოლფასი შეცდომა პარლამენტში შესვლის, რომელმაც მთელი ოპოზიციური პროცესი დაანგრია. შეცდომა არის პარტიების გაყოფა, რომ „ეს მომწონს“, „ეს არ მომწონს“. კოალიციებზე ლაპარაკობენ, ხომ არ ბოდავენ, მართლა?! – 2024 წელს თუ იქნება არჩევნები, ვერცერთი ეს პარტია, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ჩემი ჩათვლით, 2024 წლამდე ვერ მივაღწევთ. სულ დაგვანგრევს ბიძინა ივანიშვილი. არ მინდა კრიტიკული ვიყო, ოპოზიციის ოპიზიცია ვიყო, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ რაღაცები გაფუჭდა იმით, რომ მე მწვავედ არ ვლაპარკობდი იმას, რაც ვიცოდი და რასაც ვხედავდი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved