ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:
აბა! ავალაგეთ ზიზილ-პიპილები და დავუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რითმს, ალბათ ასეთი აბრაკა-დაბრული ახალი წელი რთულად თუ გვახსენდება…სანამ ზოგი საქეიფოდ იყო, (განსაკუთრებით ქალბატონი კაია)ზოგი უქეიფოდ, ზოგი თამარ ქალივით მადუროს იტაცებდა და ზოგი მადურასტობდა, ზოგს გრენლანდია გაქონდა,ზოგს შემოჰქონდა და ერთნახევარ ჯარისკაცს აგზავნიდა ესკიმოსების დასახმარებლად, ზოგი ისპაჰანობდა და ზოგი ისპანახობდა,
დადგა პოსტ ახალი წლის პერიოდი..
ხოდაა რა უნდა გითხრათ:
1. აკაცუკი ყველგან აკაცუკია
2. ტრამპს მოზაიკური აქვს..
3. ჩვენს მთავრობას ახალი წელი არ ჰქონია-მუშაობდნენ
4.ნაცების, ოდესღაც 9 თავიანი სქეს მოუმწიფებელი გველეშაპი საცოდავ, პატარა მაგრამ სქესმწიფე “Piscis juvenis”- ლიფსიტად გადაიქცა.
5. ირანის ამბავი ძალიან ჰიპერბოლიზირებულია, ისე არ წვიმს,როგორც ქუხს.
6. აშშ-ს მორიგი წლიური ანგარიში სამუშაო და ბინადრობის ვიზებთან დაკავშირებით, ბოროტთა მიერ გადმოთარგმნილი იყო,როგორც ზოგადად ვიზების შეჩერება საქართველოსთვის
7. ახალ აეროპორტს ფრანგები აგვიშენებენ და გვისხსნიან მიშას თურქების მრავალწლიანი კაბალური ურთიერთობისგან
იმედია წყალი 9 ლარი და ყავა 30 აღარ ეღირება.
8. რუსეთმა გააზიზინა მორიგი “ორეშნიკი”, რის მერეც მერციდან დაწყებული,ბოთლში ჩამძვრალი კაია კალასით დამთავრებული ზოგი რუსეთთან მოსალაპარაკებელ საბჭოს ქმნის,ზოგიც უიმედოდ აგრძელებს კრემლის სპეც.ხაზზე რეკვას.
9. საქართველოში ბაღნებს ტელეფონებს აუკრძალავენ სკოლებში -იეს!!!!
10. პროდუქტი ოდნავ გაიაფდა. იმედია ეს დასაწყისია.
მოკლედ, მზე ისევ ამოვა, ზღვა კვლავაც მიეხეთქება ნაპირს,მხოლოდ შურიან,ღვარძლით სავსე,ბოროტ ადამიანებს არაფერი ეშველებათ.
გათენდა ლამაზი მზიანი დღე, გამარჯობა ახალწელ გამორონიავებულო საქართველო!.














კომენტარები