• რეკლამა
  • კონტაქტი
23:33, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აბა, ასეთ კაცს თუ არ გადაეხვიე და გაამხნევე, სხვა ვინ ოხერი?” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
18:18 02-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,333
მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე:
2021 წლის ოქტომბერში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ერთი კაცი მოვიდა. სამუშაო საათების მიწურულს. ჩემი დეპრესიის დასაწყისი და პანდემიის დასასრული იდგა. ხოლო ამ კაცს ძალიან კეთილი სახე ჰქონდა და კარზე ისე ფრთხილად დააკაკუნა, გაუღებლადაც მიხვდებოდი, კეთილი სახე ექნებოდა.
– სათხოვარი მაქვსო – მითხრა.
სათხოვარი არ მიკვირდა. არც ის, რომ უმეტესის ასრულება არ შემიძლო. ისე ღელავდა, ჩავთვალე, რომ ეს კაციც რაღაც ჩემთვის შეუძლებელს მეტყოდა. პროლოგიც ხომ მხოლოდ ამას მოასწავებდა. ,,რვა წელია თავშესაფარში ვცხოვრობო. მაგრამ გაუნათლებელი არ გეგონოთო.” სტარტის ლოგიკური გაგრძელება ასეთია; უფრო ადვილი – ფული, უფრო რთული – სამსახური.
,,სახლი როცა მქონდა, იქ პიანინო მედგაო, კარგი პიანინოა ძალიან, სურათს განახებთო”. პატარა ბლოკნოტი ამოიღო და ამობეჭდილ სურათს მიწვდის და მე ველოდები კითხვას: “პიანინოს ხომ არ შეიძენთ? სულ რაღაც 800 ლარად მოგყიდით, ანტიკვარულია, ჯერ კიდევ ბაბუაჩემის ბიძამ….” მაგრამ ამ კაცმა მოლოდინი გამიცრუა, ოდნავ შეყოვნდა, მორცხვად ამომხედა და გაიმეორა: ,,ერთი სათხოვარი მაქვს”.
არაფერი მიპასუხია, მაგრამ სახეზე ალბათ სასოწარკვეთილი ,,დიახ, გისმენთ” შემეტყო. ჰოდა, ძალა მოიკრიბა ვატყობ და დაიწყო: ,,მთელი ცხოვრება ვუკრავდიო, დაკვრის მეტი არაფერი მიქნია, მხოლოდ წიგნებს ვკითხულობდი და ვუკრავდიო.” და? ,,უფლება მომეცით, თუ ღონისძიება არ იქნება, სამკითხველო დარბაზის დახურვის შემდეგ, ნახევარი საათით ბიბლიოთეკის როიალზე დავუკრაო!”
კორონას რა ვუთხარი, თორემ გადავეხვეოდი. აბა, ასეთ კაცს თუ არ გადაეხვიე და გაამხნევე, სხვა ვინ ოხერი? ჩემთვის ის უპირველესი შემსრულებელი იყო მაშინ – მოუსმენლად. თუნდაც საშინლად დაეკრა. თუნდაც ყველაზე უარესად. თუნდაც რაც მითხრა, ყველაფერი ტყუილი ყოფილიყო. მთავარი ხომ ესაა – კაცი მოვიდა და იმ არეულ დროში როიალზე დაკვრა მთხოვა.
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved