• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ა ვი ნე პოდსკაჟეწე…” – ლაშა ბუღაძე

ალია ავტორი - ალია
00:54 09-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,285

რადიო თავისუფლება, ლაშა ბუღაძის ბლოგს აქვეყნებს:

თუკი იცი ეს ენა, რეფლექსი ამ ენაზე გაგაცემინებს პასუხს… თანდაყოლილი ზრდილობის, დაბნეულობის თუ იქნებ სიზარმაცის გამოც

საქართველოში ხარ… მოდის ადამიანი – ქალი თუ კაცი – და რუსულად გეკითხება (გეგონება, საქართველოში რუსული ენა იყოს ქართული ან მშობლიური):

– ა ვი ნე პოდსკაჟეწე…

რუსულად!

და შენც ემზადები საპასუხოდ… რუსულადვე, რადგან (შესაძლოა) საბჭოთა კავშირში დაიბადე და სკოლაშიც რუსულს გასწავლიდნენ – როგორც არა უცხო ენას, არამედ მთავარ ენას, უფროსი ძმის ენას… უცხო ენები ცალკე იყო, რუსული ცალკე, წარწერებიც რუსულად იყო ქუჩებში (რუსულ-ქართულადაც, მაგრამ მხოლოდ ქართულად – არასდროს) და საერთოდაც რუსულით იყო სავსე ყველაფერი…

ჰოდა, იცი ეს ენა, კარგად იცი, გესმის და თან კულტურის ინსტინქტიც დახმარებისკენ გიბიძგებს (ადამიანი მისთვის საჭირო ქუჩას ვერ პოულობს) და შეგიძლია მყისვე, ძალისხმევის გარეშე დაუბრუნო პასუხი… რუსულ ენაზევე, ცხადია:

– და… ვოტ…

მაგრამ არა, არ შეიძლება! უსამართლოა!

საკუთარ თავზე სხვაგვარი ძალისხმევაა საჭირო… უცებ უნდა გაბრაზდე – არა მაინც და მაინც შეკითხვის დამსმელზე, არამედ შეკითხვის დამსმელის ისტორიულ უტიფრობაზე, რომ ყოფილ-კოლონია საქართველოში რატომღაც ყველა რუსულად უნდა ლაპარაკობდეს…

და აი, ვიდრე უპასუხებ, წამებში უნდა მობილიზდე, თავს ძალა დაატანო და ავტომატურად გაიხსენო – შენთვის, უთქმელად:

– რუსებმა ქართულად ლაპარაკი აკრძალეს მე-19 საუკუნეში…(საქართველოს დაპყრობის მერე).

– რუსებმა დიმიტრი ყიფიანი მოკლეს, რადგან მან გაბედა და ქართულად ლაპარაკის ამკრძალავი რუსი რექტორის მკვლელობის გამო მთელი ერის მაწყევარ ეგზარქოს პავლე ლებედევს მოსთხოვა პასუხი…

– რუსებმა აკრძალეს ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა ქართულ ტაძრებში (ფრესკების შეთეთრება-გადაღებვის პარალელურად).

– რუსები იჭერდნენ, გადასახლებაში უშვებდნენ ან საერთოდაც ფიზიკურად ანადგურებდნენ ადამიანებს, ვინც ბედავდა და ქართული ენის უფლებების დაცვას ცდილობდა…

– რუსებმა საქართველოს სრული რუსიფიკაცია სცადეს…

– საბჭოთა იდეოლოგმა სუსლოვმა რუსული ენის სახელმწიფო ენად ქცევა განიზრახა საბჭოთა საქართველოში (ქართული ინტელიგენციის, რუსულში ჩამლბარი ნაწილის ტაშისკვრის ფონზე)… ბრეჟნევის ახალი კონსტიტუციით 1978 წელს ქართულს სახელმწიფო ენის სტატუსი ერთმეოდა… (და რუსულ პრივილეგიებსა და კონფორმიზმში ჩამლბარი ქართველი მწერლების ნაწილი ამას ტაშს უკრავდა).

– ვერავინ მოახერხებდა პროფესიულ რეალიზებას, რუსულად რომ არ დაეწერა ნაშრომი, დისერტაცია, წიგნი და ა. შ. ქართული მეორეხარისხოვან ენად უნდა შთენილიყო და ასეც იყო ჯერ რუსეთის, მერე კი წითელ იმპერიაში…

– რუსეთმა ქართული ენის პროვინციალიზაცია სცადა…

– გალსა და ახალგორში რუსები ქართულ ენას კრძალავენ და ცდილობენ, ქართული ენა წაართვან ქართველ ბავშვებს…

– ენასთან ბრძოლით რუსები ქართულ რაობას (იდენტობას) ებრძოდნენ და დღემდე ამას შვრებიან…

ეს მხოლოდ ენაზე… და კიდევ რამდენი მაგალითია, რა დაუშავა და რას უშავებს დღესაც რუსეთი საქართველოს…

ჰოდა, როცა გვკითხავენ რუსულად, – ა ვი ნე პოდსკაჟეწე – არც მეტი, არც ნაკლები, სუსლოვი გაიხსენეთ ქართული ენის მკვლელი-რუსული კონსტიტუციით, ქართველი ერის მწყევლელი რუსი მთავარეპისკოპოსი ლებედევი, ქართველთმოძულე ჩეკისტი პუტინი და გალელი ბავშვები, რომელთაც ქართულად სწავლას (და აზროვნებას) უკრძალავენ, და ზრდილობიანად, მაგრამ მტკიცედ უპასუხეთ:

ილაპარაკეთ ქართულად!

ან – ასე, საერთაშორისო ენაზე:

I don’t speak Russian.

თეგები: ლაშა ბუღაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved