დღეს ვართ პიკურ პერიოდში, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს დაღმასვლა. ეს ეპიდემიის განვითარების ერთგვარი ბუნებრივი მრუდია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სასიამოვნოა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი 76%-ია. იდეალური მაჩვენებელი 95%-ია, მაგრამ აპრილის დასაწყისზე ბევრად მეტია, რადგან მაშინ პირბადის ტარების მაჩვენებელი ჩამოსული იყო 50%-ზე. იანვარში გვქონდა 75%. ახლა მაჩვენებელმა აიწია და კარგია, რომ ტემპერატურის ზრდის მიუხედავად, ადამიანები პირბადეს იყენებენ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
კომენტარები