„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგაც კი არ მოაწერს ხელს შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს.
„თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ოდესმე ხელს მოვაწერთ კაპიტულანტურ დოკუმენტს, რომლითაც კრიმინალი ივანიშვილის ბანდა იღებს ლეგიტიმაციას? ეს ხომ გამორიცხულია. ვიდრე დედამიწა ტრიალებს იმ მიმართულებით, როგორც ტრიალებს, ეს არ მოხდება. თუ უკუღმა დატრიალდება, არ მგონია, ამას მოვესწროთ“ – განაცხადა ნათელაშვილმა.
კომენტარები